საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიური კონფერენციის გამარჯვებულად შემოსავლების სამსახური დასახელდა
პოლიტიკა - 18:56, 17 Oct, 2019     661

საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) საგადასახადო კანონმორჩილების ტექნოლოგიური გადაწყვეტის საკითხისადმი მიძღვნილი წლიური კონფერენციისა და ტექნოლოგიური გამოფენის გამარჯვებულად, მონაწილეების ხმის მიცემის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დასახელდა. კერძოდ, ყველაზე მოწონებული ციფრული გადაწყვეტილება - უბნის საგადასახადო ოფიცერთა აპლიკაცია აღმოჩნდა.

უბნის საგადასახადო ოფიცრის მომსახურების სერვისი ორიენტირებულია სამართალდარღვევათა პრევენციაზე, საგადასახადო კულტურის ამაღლებაზე, გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო პროცედურების გამარტივებაზე და მონაცემთა ბაზის მუდმივ განახლებაზე. აპლიკაცია სარეკომენდაციო ხასიათისაა, გადამხდელს აფრთხილებს მოსალოდნელ შედეგებზე და ხარვეზის აღმოსაფხვრელად 2 სამუშაო დღეს სთავაზობს. ასევე, აღსანიშნავია, რომ უბნის საგადასახადო ოფიცერს აქვს შესაძლებლობა, პლანშეტური კომპიუტერის საშუალებით, გადამხდელს აღმოუჩინოს ტექნიკური დახმარება დეკლარაციების/გაანგარიშებების შევსებაში, ზედნადების გამოწერასა და საჩივრების გაგზავნაში.

ორი დღის განმავლობაში თბილისში მიმდინარე საერთაშორისო IT გამოფენაზე მსოფლიოში ცნობილ საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიებს, შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ 50 უახლესი პროგრამული პროდუქტი და ემსჯელათ სხვადასხვა ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის ერთობლივი პროექტების შემდგომ განვითარებაზე. სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი ჰოტელში" დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიური კონფერენცია და IT გამოფენა დღეს ოფიციალურად დაიხურა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42