საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელ რომან კაკულია და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი გიგა ბოკერია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირიპირდნენ.
„პრინციპში, იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, რომელიც თვლის, რომ ეს შეხვედრა იყო დაგვიანებული. ვცდილობ, თავი არ დავიკომპლექსო იმ ადამიანების შეგონებებით, რომლებიც რუსული ტანკი რომ დაიქოქება, იმ წუთას მანქანას აზერბაიჯანისკენ ქოქავენ. იმედია, თქვენთან არ არის ეს ამბავი“, - განაცხადა კაკულიამ, რასაც ბოკერიას გაღიზიანება მოჰყვა.
„მოღალატეობას მაბრალებთ? სირცხვილია“, – მიმართა მან რომან კაკულიას.
„ბატონო გიგა, თქვენს თავზე რატომ იღებთ. შეურაცხყოფები თქვენ რომ იცით, ისეთი უნდა, თან უსაფუძვლო“, - მიმართა კაკულიამ გიგა ბოკერიას, რასაც თამარ ჩუგოშვილი რეპლიკით დაეთანხმა.
მასალის გამოყენების პირობები






