თურქეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში საუბარია, რომ თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის სახელით სოციალურ ქსელში ყალბი Facebook-გვერდებია შექმნილი.
საელჩოს ცნობით, ამ ყალბი გვერდების მიზანი თურქეთის საზღვრებში მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების მოქცევის შესახებ მცდარი და მაპროვოცირებელი ინფორმაციის გავრცელებაა.
"გთხოვთ არ მიიღოთ სარწმუნოდ, ყალბი გვერდები ან პროვოკაციული პოსტები და დაეყრდნოთ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნული თავდაცვის სამინისტროსა და საელჩოს მიერ სოციალური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას", - წერია თურქეთის საელჩოს განცხადებაში.
ამ დრომდე დადასტურებულად ყალბი ფეისბუქ გვერდებია:
https://www.facebook.com/2144174372520811/posts/2454256784845900/
https://www.facebook.com/2144174372520811/posts/2452875028317409/
მასალის გამოყენების პირობები






