მისი თქმით, „თიბისი ბანკის“ მიერ შეძენილი იყო „პროგრეს ბანკის“ აქტივების დაახლოებით, 95% და ვალდებულებების თითქმის 100 %.
მესტვირიშვილი ირწმუნება, რომ „პროგრესბანკის“ ტრანზაქციების შესახებ დოკუმენტის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრებით, უნდა დაიწყოს თუ არა დოკუმენტზე გამოძიება, დამოკიდებულია იმაზე, რა წერია მასში.
„რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ „თიბისი ბანკის“ მიერ შეძენილი იყო აქტივების დაახლოებით, 95% და ვალდებულებების თითქმის 100 %. რაც შეეხება გუშინ სიუჟეტში გასულ დოკუმენტს, ეროვნულ ბანკში ეს დოკუმენტი ვერ მოვიძიეთ და მივმართეთ „თიბისი ბანკს“, თუ არსებობს მართლაც ასეთი დოკუმენტი, გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს და გვაცნობოს ჩვენც. როდესაც გვექნება დოკუმენტი, ვნახავთ იქ რაზეა საუბარი. დოუმენტის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ იყო და არც ამჟამად არის ცნობილი, ამიტომ ვთხოვეთ „თიბისი ბანკს“ დოკუმენტის წარმოდგენა.
ეს (გამოძიების დაწყება) დამოკიდებულია იმაზე, დოკუმენტი რას მოიცავს. ვინც არის დამნაშავე, ის იქნება პასუხისმგებელიც, თუ ასეთი არსებობს. მეკითხებით ისეთ საკითხზე, რაზეც ინფორმაცია არ მაქვს. როდესაც დოკუმენტი გვექნება, გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს ჩვენი მანდატის ფარგლებში“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.
ხაზარაძის განცხადებით, „პროგრესბანკი“ „თიბისი ბანკს“ არ შეუძენია, „თიბისი ბანკმა“ შეიძინა რამდენიმე ჯანსაღი აქტივი, დანარჩენი, თავის ბანკიანად, ეროვნულმა ბანკმა ძალიან ოპერატიულად გააქრო რადარებიდან“.
მასალის გამოყენების პირობები






