იყენებდა თუ არა ივანიშვილი პროგრეს ბანკს ფულის გასათეთრებლად და იყიდა თუ არა "თი ბი სი"-მ ბანკი თავის დროზე - ხაზარაძის განმარტება
პოლიტიკა - 19:54, 16 Oct, 2019     1200
„თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელ, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ თავის დროზე „თიბისი ბანკმა“ "პროგრეს ბანკის"
რამდენიმე ჯანსაღი აქტივი შეიძინა. დანარჩენი, თავის ბანკიანად, კი ეროვნულმა ბანკმა ძალიან ოპერატიულად გააქრო რადარებიდან.

„კალაძის და ყველა დაინტერესებული პირის გასაგონად ვიტყვი, რომ ჩვენ ბანკი არ შეგვიძენია, „თიბისი ბანკმა“ შეიძინა რამდენიმე ჯანსაღი აქტივი, მაგრამ ის, რაც იქ დახვდა „თიბისი ბანკს“, იმის ხელის ხლება არ შეიძლებოდა, მარტივად რომ ვთქვათ. შესაბამისად, რამდენიმე ჯანსაღი აქტივი იქნა შეძენილი და დანარჩენი, თავის ბანკიანად, ეროვნულმა ბანკმა ძალიან ოპერატიულად გააქრო რადარებიდან. ამიტომ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ის ადამიანები, პროკურატურა უნდა დაინტერესდნენ"- თქვა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ თქვა, რომ პროგრეს ბანკის საქმე არის საზოგადოებისთვის ძალიან ფართოდ გამოსააშკარავებელი.

"მოვუწოდებ ივანიშვილის პირად ადვოკატს, რომ გამოითხოვოს ეროვნული ბანკიდან ყველა ის მასალა და საზოგადოებას ისეთივე ბრიფინგებით გააცნოს ამის შესახებ, რა ბრიფინგებითაც აცნობდა ჩვენს შესახებ. პირდაპირ გეუბნებით, აქ რაღაც კომენტარები გაჩნდა, რომ თითქოს ჩვენ რაღაცის რაღაცით გადაფარვა გვინდა, თვითონ ჩვენი ქმედება, რომ ჩამოვშორდით „თიბისი ბანკს“, ჩამოვშორდით ანაკლიას, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საზოგადოებამ გაიგოს, ნებისმიერ ტრანზაქცია, რომელიც ჩვენ გვიკავშირდება, ვართ ძალიან გახსნილები, ძალიან გამჭვირვალეები, დავდივართ სასამართლოში და საზოგადოება გაიგებს, რა აბსურდულ ბრალდებასთან გვაქვს საქმე. თუ ესაა მიდგომა, მაშინ ყველა შემთხვევაში, ყველა მსგავსი საკითხი უნდა იქნას პროკურატურისთვის, სამართალდამცავი ორგანოებისთვის და საზოგადოებისთვის გამოძიების საგანი“, - განაცხადა ხაზარაძემ.

"ლელოს" დამფუძვნებელი არ პასუხობს კითხვას, ხომ არ ხდებოდა ამ ბანკის გამოყენება ივანიშვილის მხრიდან საკუთარი ფინანსური რესურსებისთვის:

„ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ეს საუბრები დაიწყო ივანიშვილმა. თქვენ გახსოვთ მისი სატელევიზიო ინტერვიუები. ჩვენ ეს საუბრები არ დაგვიწყია ახლა, იმიტომ, რომ ვიღაცას სამაგიეროს ვუხდით. მინდა თქვენთან და ჩვენს შვილებთან ერთად ვიცხოვრო სამართლიან ქვეყანაში, სადაც კანონი კანონობს, სადაც კანონისთვის არ არის გამონაკლისი და კანონი არის ყველასთვის. მე წამოვედი პოლიტიკაში, დავტოვე ბიზნესი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთის, რომ კანონი იყოს უზენაესი, გამჭვირვალე და სუფთა ადამიანების საკეთებელი საქმე“, - განაცხადა ხაზარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42