"კორუფციის დაბრუნება არის ყველაზე უარესი რაც ივანიშვილმა გაუკეთა საქართველოს"- სააკაშვილი
პოლიტიკა - 19:24, 16 Oct, 2019     1257
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ კორუფციის დაბრუნება არის ყველაზე უარესი რაც ივანიშვილმა გაუკეთა საქართველოს.

სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ამას ივანიშვილს ქართველი ხალხი არ შეარჩენს.

"კორუფცია არის ხალხის დამცირება, ეროვნული ღირსების შელახვა, მთელს რეგიონში და მსოფლიოში თავის მოჭრა"- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა ოდესიდან გაავრცელა:


მისივე განცხადებით, მას ერთ-ერთმა ბიხნესმენმა უთხრა, რომ ბათუმში მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ მას ქრთამი მოსთხოვეს.

"ამერიკელი ბიზნესმენი შემხვდა დღეს, რომელსაც უკრაინასა და საქართველოში პროდუქტი შემოაქვს, მითხრა, რომ თვქენ დროს საქართველოში სამოთხე იყო, ეს გაგრძელდა მომდევნო 2-3 წელი, ახლა კი ინტენსიურად იღებენ საბაჟოზე ქრთამებს.

ბათუმელმა დეველოპერმა მითხრა, რომ თბილისში კორპუსის აშენებისთვის კალაძეს ფული გადაუხადა და საერთოდ, კალაძე ფულს იღებს ყველა სამშენებლო ნებართვიდან.
ამას იმიტომ გიყვებით, რომ ახლა ბევრი დისკუსიაა, უნდა შერჩეთ თუ არ უნდა შერჩეთ. აქ არის ერთი ლაზჟი, რომელსაც კიეველები სააკაშვილის პლაჟს ეძახიან. ის მიტაცებული ჰქონდა კიეველ ბიზნესმენს, როცა გავხდი გუბერნატორი, ბულდოზერებით ჩამოვხსენი ღობე და გავუხსენი ხალხს.

უფრო სამართლიანი იქნებოდა რომ გვეთქვა, ყველას ყველაფერი უნდა შერჩეს, ეს პლაჟი უნდა იყოს ოლიგარქის საკუთრებაში, სამართლიანი უნდა იყოს თუ არა ის, რომ ივანიშვილს შერჩეს ბოტანიკური ბაღი, რომლის დიდი ნაწილიც მიიტაცა? სამართლიანი იქნება თუ არა, რომ ივანიშვილს შერჩეს დენდროპარკი, რომელიც ამოთხარა, მთელი საქართველო გადათხარა? თუ სამართლიანი იქნება ის რომ ეს დაუბრუნდეს ქართველ ხალხს და მაგალითად ზღვა დაუბრუნდეს თავის ნაპირებს და არა ისე როგორც ივანიშვილმა მიიყვანა თავის სახლთან და მიწა დაფარა"- აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, კორუფციაში ჩართული მინისტრები და პარლამენტარები "სიბინძურეში ცხოვრებას" გვაჩვევენ.

"თქვენ სუნი არ გაწუხებთ?! ამავე დროს გვიყვებიან სისულელეებს, რომ ბოროტი სააკაშვილი მოვა და ყველას ყველაფერს წაართმევს. ბიზნესი ხელშეუხებელია - ზიზნესს არავინ უნდა შეეხოს. მაგრამ ოლიგარქების მიტაცებული ქონება უნდა დაუბრუნდეს ხალხს და ამ ხალხმა სამართლიანი, საერთაშორისო მოსამართლეებით დაკომპლექტებული სასამართლოს წინაშე უნდა აგოს პასუხი"- დასძინა სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42