17ოქტომბერს, 18:00საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით თსუ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა პირველსემესტრელ დოქტორანტებთან. შეხვედრაზე ადმინისტრაციის წარმომადგენლები დოქტორანტებს გააცნობენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: დოქტორანტურის საფეხურის გაცვლითი პროგრამები და გრანტები; სამეცნიერო ფონდები; თსუ-ს ელექტრონული და ბეჭდური ჟურნალები; სამეცნიერო კონფერენციები; დოქტორანტის გზა ჩარიცხვიდან დაცვამდე; საბიბლიოთეკო რესურსებისა და სამეცნიერო ბაზების გამოყენება და აკადემიური წერის რესურსები; სტუდენტური პროექტების დაფინანსება.
ამასთან, ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის ფარგლებში თსუ-სა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის ხელი მოეწერება თანამშრომლობის სესახებ ჩარჩო- შეთანხმებას. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და GITA-ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე მოაწერენ. ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომელიც პასუხობს გლობალური ბაზრის მოთხოვნებს და გამოწვევებს. 2020 წელს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკთან ერთობლივი მუშაობით, შერჩეული პროექტებისთვის ევროკავშირიდან 1 მილიონ ევრომდე ფინანსურ მხარდაჭერას განახორციელებს.
მისამართი: ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, 1/3 მერაბ ალექსიძის ქუჩა.
მასალის გამოყენების პირობები






