"მსურს გამოვეხმაურო, მედიაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, ქალაქ ამბროლაურში მცხოვრები ოლეგ ტურძილაძის გარდაცვალების მიზეზის-რთველის პროცესებთან დაკავშირების შესახებ.
პირველ რიგში, კიდევ ერთხელ, სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს!
აღნიშნული ინფორმაცია ეყრდნობა პოლიტიკური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას.
ბატონ ოლეგს ვიცნობდი პირადად, ახლო ურთიერთობა მაქვს მის ოჯახთანაც, ჩვენთვის მიუღებელია აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება.
ჩვენი ინფორმაციით, როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, ბატონ ოლეგს ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნია, ყურძენს სასურველ ფასში აბარებდა და არც ანაზღაურების მხრივ არსებობს რაიმე შეფერხება.
მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს, პატივი ვცეთ გარდაცვლილს და მის ოჯახს და თავი შევიკავოთ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისგან."- აცხადებს მხეიძე.
ცნობისთვის, გუშინ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერმა დეპუტატმა ამირან ლომთაძემ გაავრეცელა ინფორმაცია, რომ 80 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი რთველზე მიყენებული სტრესი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






