პოლიცია სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებს საოკუპაციო ზოლისკენ გადაადგილებას უზღუდავს
პოლიტიკა - 15:21, 16 Oct, 2019     852
შსს უფლებას არ აძლევს ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, კერძოდ, ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლებს, ქარელის რაიონის სოფლებში თავისუფლად გადაადგილდნენ.
ამასთანავე, შეზღუდვა ეხება არამარტო საოკუპაციო ზოლის მიმართულებით გადაადგილებას, არამედ სოფლიდან სოფელში გადასვლასაც. ასე მაგალითად, რამდენიმე კვირაა, ქარელის რაიონის სოფელ ატოცში ბაზირებულ "ძალა ერთობაშიას" სამოქალაქო პატრულს, რომლებიც საოკუპაციო ზოლზე 2017 წლის ივლისიდან პატრულირებენ, სოფლიდან გასვლის უფლებას არ აძლევენ.

პოლიციამ ასევე აუკრძალა მათ პატრულირების დროს დრონის გამოყენება საოკუპაციო ზოლიდან მოშორებით, სოფელ ატოცის ცენტრშიც კი - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა იტყობინება.


"ნიუპოსტი" დაინტერესდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოზიციით, რომლის უშუალო პრეროგატივაა შეზღუდვების დაწესება იმ შემთხვევებში, როცა საოკუპაციო ზოლის გასწვრივ სიტუაცია იძაბება. უწყებიდან გვიპასუხეს, რომ დავით ქაცარავას განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება.

შეკითხვა:ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრები, კონკრეტულად დავით ქაცარავა აცხადებს, რომ სუს-ი მათ უზღუდავს კონსტიტუციურ უფლებას და ხელს უშლის გადაადგილებაში სოფლიდან სოფელში. მაგალითად, კონკრეტულად, აქვთ თუ არა ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრებს უფლება, პოლიციის თანხლებით გადაადგილდნენ სოფლიდან სოფელში, მაგალითად ატოციდან აბანოში ან კოდაში, რასაც ინტენსიურად აკეთებენ სხვა მოქალაქეები. რის საფუძველზე ეკრძალებათ ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრებს იმის გაკეთება, რაც არ ეკრძალებათ სხვა მოქალაქეებს?

პასუხი:"აღნიშნული განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს. სახელმწიფოს მიერ არ იზღუდება სამოქალაქო აქტივობა და შესაბამისად, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება კანონის ფარგლებში დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება ან გამოხატოს პროტესტი, მათ შორის, ოკუპაციასთან დაკავშირებით. ამასთანავე, საოკუპაციო ძალების მხრიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აქტივობებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე, რის გამოც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მყოფი პირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო ატარებს უსაფრთხოების შესაბამის ზომებს."

ამავდროულად, ჟურნალისტებისთვის საოკუპაციო ზოლის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვაზე წერს რადიო "თავისუფლებაც". "თავისუფლების" ჟურნალისტთან ერთად ატოცის მიმართულებით არ ატარებენ "მთავარი არხის", "საზოგადოებრივი მაუწყებლის" და ადგილობრივი მედიის ჟურნალისტებს.

"სამართალდამცავები მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცისკენ. პოლიციამ ჟურნალისტები გააჩერა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქშაქეთის საგუშაგოსთან. იქ იმყოფებიან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებიც, რომლებიც რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად ატოცში მიდიოდნენ. პოლიციამ მათ გადაადგილების უფლება მისცა, მაგრამ მოძრაობის წარმომადგენელმა ჯანო ჟვანიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებენ და მათთან ერთად საგუშაგოსთან რჩებიან.
„მთავარი არხის“ ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი გვეუბნება, რომ სამართალდამცავები გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ნორმალურ პასუხს არ სცემენ. საგუშაგოსთან იმყოფებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის, „რუსთავი 2“-ის და რეგიონული მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. ჟურნალისტები ატოცის მიმართულებით მიდიოდნენ საოკუპაციო ხაზთან, ჩორჩანა-წაღვლი-ყობის ტყეში შექმნილი ვითარების გასაშუქებლად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ვითარებას არკვევენ.

დაახლოებით ერთი თვის წინ, მედიასაშუალებებს სამინისტროდან აცნობეს, რომ 24 საათით ადრე უნდა შეატყობინონ, თუ კონფლიქტის ზონაში გადაადგილებას გადაწყვეტენ. შსს ჟურნალისტებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, ტრადიციულად, მათივე უსაფრთხოების მიზნით ხსნის.

15 ოქტომბერს, მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ოკუპანტები ყობისკენ დაიძრნენ და ძალიან დიდი ალბათობით დღის ბოლომდე ყობი მოექცევა საოკუპაციო ხაზის შიგნით“.

15 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანისა და წაღვლის მიმდებარედ აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესში გამოიხატება, ყობის ტერიტორიაზე კი „ბორდერიზაცია“ არ მიმდინარეობს." , - წერს რადიო "თავისუფლება".




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42