დედაქალაქის მერი მედიაში გაჟღერებულ სკანდალურ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მას "მამუკა ხაზარაძის ადგილზე შერცხვებოდა".
"სამარცხვინოა, სირცხვილია ასეთი განცხადებები, მე შემრცხვებოდა მამუკა ხაზარაძის ადგილზე, მაგრამ როგორ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელსაც არც ნამუსი და არც ზნეობა გააჩნია"- აცხადებს კალაძე.
თბილისის მერმა ხაზარაძეზე საუბრისას თქვა, რომ ბიზნესმენი სხვას აბრალებს იმას რაც თვითონ გააფუჭა.
"რაც შეეხება „პროგრეს ბანკს“, ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა „პროგრეს ბანკში“ განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოტივით, გადაერჩინა ბანკი იმ თაღლითებისგან და მოძალადეებისგან, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი წარმოადგენდა. როდესაც მივიღე გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ორად ორი ბანკი იყო, „ქართუ“ და „პროგრეს ბანკი“, რომელსაც დაუწყეს ბრძოლა ყველანაირი აკრძალული მეთოდებით კანონის წინააღმდეგ. დაიწყეს გაკოტრება, იმ ადამიანების დაშინებით, ვისაც კრედიტებით ვემსახურებოდით. ერთადერთი მოტივი, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი შეიძინა და რამდენიმე მილიონი გადაიხადა, იყო ბანკის გადარჩენა და ეს ასეც მოხერხდა. სხვა მას ბანკთან არანაირი შეხება არ ჰქონია საერთოდ. ახლა ჩვენ ვისმენთ ამ ბრალდებებს. მარტივად შემიძლია ვთქვა, „თიბისი ბანკის“ მმართველები ფულის გათეთრებაში არიან ბრალდებულები, ამ ლოგიკით რატომ უნდა მივუდგეთ სხვა აქციონერებს? იგივე უნდა მოვთხოვოთ, მაგალითად, EBRD-ის და იგივე პრეტენზია უნდა იყოს მასთან? სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ არანაირ გათეთრებებთან „პროგრეს ბანკს“ კავშირი არ ჰქონია. მეორე, ვთქვათ, რაღაც გადარიცხვები მართლაც განახორციელა ამ ბანკმა, რა შუაშია საერთოდ ბიძინა ივანიშვილი?",- განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერი ილია გავრილოვზე საუბრისას აცხადებს, რომ მასთან არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობდა.
"განცხადებებს, რასაც ვისმენთ ხაზარაძის მხრიდან, ისიც საოცრებაა. ეს ადამიანი პოლიტიკაში შემოსვლიდან საოცარ განცხადებებს აკეთებს. შედარებებსაც აკეთებენ პაატა ბურჭულაძესთან. სიცრუე, სიყალბე ბევრ პოლიტიკოსს სჩვევია საქართველოში, რაც ძალიან ცუდია და ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას, ზოგადად, პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბებას. ერთი შედარება შემიძლია გავაკეთო როგორც პაატა ბურჭულაძემ დაამთავრა, ხაზარაძემ ისე დაიწყო პოლიტიკაში შემოსვლა.
თუ ბანკი ფულის გათეთრებით იყო დაკავებული, ბატონმა ხაზარაძემ როგორ შეიძინა?" არ გიჩნდებათ კითხვები ამასთან დაკავშირებით? 2 წლის მერე გაახსენდა, რომ თურმე ეგეთი ბანკი უყიდია. სამარცხვინოა, სირცხვილია ასეთი განცხადებები. მე შემრცხვებოდა მის ადგილზე, მაგრამ როგორ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელსაც არც ნამუსი და არც ზნეობა გააჩნია",- განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






