"პროგრეს ბანკი" და ივანიშვილი - მილიარდერი ფულის გათეთრებაში უშუალოდ მონაწილეობდა?
პოლიტიკა - 12:11, 16 Oct, 2019     2276
ფულის გათეთრების სქემა და ბიძინა ივანიშვილი - სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება დღის მთავარი თემა ხდება.

როგორც ირკვევა „პროგრეს ბანკში“ 22% ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა, 78% კი პანამაში რეგისტრირებულ კომპანიას, რომლის უკანაც რუსეთში ფულის გათეთრებაში ეჭვმიტანილი ილია გავრილოვი იდგა.

არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ფულის გათეთრებაში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა და საკუთარი შავი ფულისთვის ლეგალური სახის მიცემას ცდილობდა. ეროვნულმა ბანკმა კი ეს ინფორმაცია დამალა.

"შეაჩერე კორუფციას" წარმომადგენელი, ქეთევან ენუქიძე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული ფულის გათეთრებაში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო ჩართული.

"ობშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიები, მთელი მსოფლიოსთვის თავსატეხს სწორედ იმიტომ წეარმოადგენს. ამ საქმში არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, რადგან ეს ინფორმაცია არის დაფარული.

ჩვენ ჩვენი თავსატეხი გვაქვს, როცა საქართველოში ხდება ასეთი რამ. როდესაც ამ კატეგორიის ბანკთან არის დაკავშირებული ქვეყნის ფაქტობრივად პირველი პირი, ბუნებრივია ჩნდება კითხვა რაში მდგომარეობდა მისი ინტერესი?!

რატომ არ შეიძლება ბიძინა ივანიშვილთან იყოს დაკავშირებული? გავრილოვისა და ბიძინა ივანიშვილის სახელების ერთად მოხსენიება უკვე იმხელა სკანდალია, რომ როემლიმე კომპანიასთან ივანიშვილის ასოცირება ბუნებრივი და ორგანული უნდა იყოს"- აცხადებს ენუქიძე.

საქმეზე გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს "გამჭვირვალეობა საქართველოს" დირექტორი, ეკა გიგაური.

"ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასეთი სკანდალური დოკუმენტების გავრცელების შემთხვევაში მინიმუმ ბრიფინგი უნდა ინიშნებოდეს გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით"- ამბობს გიგაური.

“მთავარი არხის" მიერ მოპოვებული დოკუმენტები შეიცავს ბანკში 2016 წელს ჩატარებული აუდიტორული დასკვნას, საიდანაც დგინდება, რომ უცხოელი ექსპერტები ბანკის ტრანზაქციების ნაწილს კრიტიკულად საფრთხის შემცველად მიიჩნევენ ფულის გათეთრების რისკების გამო.

„პროგრეს ბანკი“ 2007 წელს კახა კალაძემ დააფუძნა. 2013 წელს კახა კალაძემ ბანკის საკონტროლო პაკეტი 78% ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას გადასცა, რომლის უკანაც ილია გავრილოვი იდგა. ამავე დროს ბანკის 22%-ის მფლობელი ბიძინა ივანიშვილი გახდა.

2016 წელს „პროგრეს ბანკის“ აქციების ნაწილი მამუკა ხაზარაძემ „ბანკ რესპუბლიკასთან“ ერთად იყიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42