ალდაგის მიერ ფერმერთათვის ანაზღაურებულმა თანხამ 15 მილიონი ლარი შეადგინა
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:16, 16 Oct, 2019     1186

აგროდაზღვევის მიმართულებით, სადაზღვევო კომპანია ალდაგის მიერ ფერმერთათვის ანაზღაურებულმა თანხამ 15 მილიონ ლარი შეადგინა. ალდაგის დახმარებით ფერმერებმა დანაკარგების ანაზღაურება და სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება შეძლეს.

„ალდაგში ვაშლის, ატმისა და ქლიავის ბაღები მქონდა დაზღვეული და მაისში თითქმის მთლიანად დამესეტყვა. ალდაგმა 13,600 ლარის ზარალი ამინაზაურა მაშინ, როცა მხოლოდ 372 ლარი მქონდა დაზღვევაში გადახდილი. მინდა, მადლობა ვუთხრა ალდაგს ამ მხარდაჭერისთვის. მოსავალიც შევინარჩუნე და იმედი მაქვს, რომ ოჯახსაც შევინახავ და მოსავალსაც მივხედავ სამერმისოდ,“- განაცხადა ალდაგის აგროდაზღვევის მომხმარებელმა, ალექსანდრე ვალიშვილმა.

„ვცდილობთ, ქვეყნის მაშტაბით რაც შეიძლება მეტ ფერმერს მოვემსახუროთ და კიდევ უფრო გავზარდოთ მოთხოვნა აგროდაზღვების პროდუქტებზე. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად მორგებული ვიყოთ ფერმერეთა საჭიროებებზე, შედეგად, მომხმარებლებს ჩვენი პროდუქტებით სარგებლობა უმარტივდებათ და დაზღვევას იყენებენ, როგორც კლიმატური რისკების მართვის და შემოსავლების სტაბილურობის უზრუნველყოფის უალტერნატივო საშუალებას,“- განაცხადა ალდაგის აგროდაზღვევის კოორდინატორმა, ივანე ბუჯიაშვილმა.

ზარალების ანაზღაურება მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, რაც ფერმერებსა და მიწის მფლობელებს სტიქიებთან ბრძოლას უმარტივებს. წელს ალდაგმა მევენახეებს ანაზღაურების უპრეცედენტოდ სწრაფი მექანიზმი შესთავაზა, რომლის თანახმადაც ზარალის ანაზღაურება მისი შეფასებიდან საშუალოდ 15 დღის ვადაში ხდება.

ალდაგის აგროდაზღვევით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვინც ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწას ან ეწევა ფერმერულ მეურნეობას საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაზღვევის საფასურის საფასურის 70%-ის სუბსიდირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს, ვაზის შემთხვევაში სუბსიდირება -50%-ია.

ალდაგში ფერმერებს შეუძლიათ დააზღვიონ ვაზი, მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები, ხეხილი, კენკროვანი კულტურები, სუბტროპიკული კულტურები და ციტრუსი.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42