თბილისის ბაღების 200-მდე მეთოდისტს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა
პოლიტიკა - 10:08, 16 Oct, 2019     745

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების საგანმანათლებლო პროგრამების 200-მდე კოორდინატორს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.

საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორთა გადამზადება განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულით განხორციელდა და მასში საქართველოს მასშტაბით, 600-მა დასაქმებულმა მიიღო მონაწილეობა. გადამზადება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო. პროექტი მიზნად ისახავს ახალი სტანდარტის სრულფასოვან დანერგვას სააღმზრდელო პროცესში, თითოეული აღსაზრდელისათვის შესაბამისი ცოდნის გადაცემას.

ღონისძიებას დედაქალაქის საკრებულომ უმასპინძლა და მას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახაბერ გვანცელაძე, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, განათლების მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მარიკა დარჩია და ირაკლი ზარქუა დაესწრნენ.

„სკოლამდელი განათლების განვითარების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადაიდგა პირველი ნაბიჯები აღმზრდელ-პედაგოგის ახალი სტანდარტის დანერგვისათვის და ჩვენ თბილისის ბაღებში, ახალი სააღმზრდელო წლიდან უკვე დავიწყეთ მუშაობა ამ სტანდარტის პრაქტიკაში განხორციელებისთვის. ერთობლივი თანამშრომლობით, სამომავლოდ კიდევ დავგეგმავთ და განვახორციელებთ ბევრ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ბავშვის ინდივიდუალურ განვითარებასა და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაზე იქნება ორიენტირებული,“ - განაცხადა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახაბერ გვანცელაძემ. მან მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ ყველა უწყებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42