ხაზარაძე სკანდალურ ფაქტებს ჰყვება: როგორ ბლოკავს ივანიშვილი ინვესტორებს და რა უძღოდა წინ პომპეოს განცხადებას ანაკლიის პორტზე?
პოლიტიკა - 00:16, 16 Oct, 2019     3281
რას მოიტანს ანაკლიის პროექტის განხორციელება? რატომ იბლოკება სტრატეგიული მნიშვნელობი პორტის მშენებლობა და რატომ იბლოკებიან ივესტორები საქართველოში - ამ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა მამუკა ხაზარაძემ „ღამის მთავარის“ ეთერში. ორგანიზაცია „ლელოს“ დამფუძნებელი და თიბისი ბანკის დამფუძნებელი ამბობს, რომ ყველაფრის სათავე ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც რუსეთთან ვალდებულებები აქვს.

„ეს არ არის მხოლოდ პორტი, რომელზეც შემოვა გემი ათი ათასობით კონტეინერით. საქართველოში შემოდის მაქსიმუმ 1500 კონტეინერიანი გემი. გარდა იმისა, რომ ეს მოიტანდა 10 ათასობით სამუშაო ადგილს. ანაკლიის სიტისთვის ინგლისელების მიერ უკვე დამთავრებულია დაპროექტება ქალაქის, აქ მუშაობენ უკვე იაპონელები, იაპონიის მთავრობამ გრანტი გამოყო. სანამ ოფიციალური შეტყობინება არ მიგვიღია, მე ვერ ვიტყვი, რომ პროექტი დამთავრდა, მაგრამ ის ქმედებები, რაც მთავრობამ ჩაატარა, ნიშნავს, რომ მიმართულია ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ

ეს არის ბიძინა ივანიშვილი მიერ დაწყებული კამპანია, სხვისი ხელებით, თავისი თანაგუნდელების ხელებით.

მე ვთვლი, რომ ეს არის რუსული ზეგავლენა. რუსეთისთვის ანაკლია არის ჭიშკარი, რომლითაც ისინი აცდებიან რუსეთის ტრანზიტს.

ივანიშვილის ვალდებულებები რუსეთთან, ასევე. სახელმწიფო მდივანის პომპეოს განცხადებას თუ შევხედავთ, დიპლომატებმა დამიდასტურეს, რომ არ არსებობს ამხელა რანგის სახელმწიფო მდივანი ახსენებდეს კონკრეტულ პროექტს, მან ჩამოთვალა და თქვა რომ განავითრეთ ემოკრატია, სასამართლო და ააშენეთ ანაკლია, ოღონდ არა რუსეთთან და არა ჩინეთთან ერთად“ - აცხადებს ხაზარაძე,

მისივე თქმით, შემთხვევით არ მომხდარა, რომ ივანიშვილმა რუსეთიდან 6 მილიარდი წამოიღო. ხაზარაძე ამბობს, რომ ივანიშვილის ფულის წარმომავლობა უცნობია და ის საქართველოში სხვა ინვესტორს შეგნებულად არ უშვებს.

„ივანიშვილს იმიტომაც შემოაქვს ინვესტიციები პანამიდან, რომ მისი ფულის წარმომავლობა უცნობია.

ნახეთ სტატისტიკა, 54%-ით დავარდა საგარეო ინვესტირება საქართველოში. უცხოელი ინვესტორი არ შემოდის, 5 ინვესტორი მოვიყვანეთ და რა მოხდა - 25 დეკემბერს რომ დამიბარეს პროკურატურაში და მეუბნებიან რომ ფულის გათეთებაზე ვარ მოწმედ დაბარებული. ვუთხარი კიდეც, რომ ეს სადმე არ წამოგცდეთთქო, რადგან 19 იავნარს ანაკლიის პროექტს ფინანსურად ვხურავთ. 8 ინვარს შობის მეორე დღეს, გამოდის ერთერთ არხზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე და შემდგომ პროკურატურ აკეთებს ბრიფინგს ,სადაც ამბობს, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე დავიბარეთ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით. ეს არის სერიოზული ბრალდება საერთაშორისო პარტნირებისთვის და ეს საქმე გაჩერდა. ამის შემდეგ კიდევ მეორე ბრიფინგი ჩაატარაეს და ჩაითრიეს 4 კომპანიის ვარდნა მოხდა ლონდონის ბირჟაზე.

ის, რომ ქვეყანაში ინვესტორი ვერ შემოდიოდა, ამას ჩვენ დიდი ხანია ვამბობდით“ - აცხადებს თიბისი ბანკის დამფუძნებელი.

მამუკა ხაზარაძე ჰყვება დეტალებს, თუ როგორ აიძულეს ამერიკული კომპანია, უარი ეთქვა ანაკლიის პორტის მშენებლობაში ინვესტიციის განხორციელებაზე.

„ნიუ-იორკში მქონდა შეხვედრა ამერიკულ კომპანიასთან ვთანხმდებით არა მხოლოდ ანაკლიაზე, არამედ სხვა პროექტებზეც მოდიოდნენ, იქვე ითქვა რომ დავხუროთ თემა ფინანსურად, გავიდა კვირები და არ ჩანან, მესამე კვირას ჩამოდიან და ამბბობენ,, რომ ვხვდებით თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებსო, გამოვიდნენ შეხვედრიდან და გვითხრეს, რომ მთავრობამ მოსთხოვა, თავი შეიკავეთ ინვესტირებაზეო. ამის შემდეგ გამოდის პომპეო და აკეთებს მკაცრ განცხადებას.

მეორე დილას ამ კომპანიის დირექტორი გვირეკავს და გვეუბნება რომ შევხვდით ბახტაძეს და გვეუბნება რომ მწავნეა ანთებული, აგვისტო მოდის, ისევ გვირეკავენ კომპანიიდან და ისევ უარი... ამის შემდეგ მთელ მსოფლიოს უთხრეს რომ ბადრიმ და მამუკამ ფული გაათეთრეს. ამის შემდეგ ვნახულობთ მეორე ინვესტორს, ყაზხური წარმოშობის, არიან ჰონკონგში, მათთანც პარალელურად ვაკეთებთ გარიგებას, მივხვდით, რომ მამუკა და ბადრი პრობლემაა, ჩავეხსენით ბანკს, ანაკლას და ვთქვით, რომ ახალი ფურცელი დაიწყეთ და დღეს თედ ჯონანსმა თქვა, რომ 25 წელია ვარ საქართველოში და ასეთ რამ არ ახსოვს.

10 დღის წინ ჩვენმა ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ, გააკეთს კომუნიკაცია მთავრობასთან გახარიასთან და უთხრეს, რომ მოგვეცით ერთი ფურცელი, სადაც ეწერება რომ ამ კომპანიის ინვესტირებას მიესალმებით. ეს წერილიც არ დაწერა მთავრობამ. ეს არ არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მინმართული აქტი?

ბოლო 7 წლის განმავლობაში ვერ მეტყვით ვერცერთ მსხვილ ან საშუალო ინვესტიციას. ამას ემატება ხალხის გადინება ქვეყნიდან. ინვესტიციას არ დებს არავინ. ბიძინაა ყველაზე დიდი ინვესტორი საქართველოში“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე,





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42