არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებისთვის ყველაფერი გააკეთა.
პარლამენტის თავმჯდომარე არ იზიარებს, კონსორციუმის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ პროექტის საბოტაჟი რამდენჯერმე სცადა.
"სახელმწიფომ თვისი ვალდებულებების ფარგლებში ყველაფერი გააკეთა, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო.
აქ არის საუბარი ინფრასტრუქტურაზეც, რომელზეც სახლემწიფომ გამოყო, აქ არის საუბარი სუბორდინირებული სესხის თანხმობაზე, აქ არის საუბარი ვადების რამდენჯერმე გადაწევაზე, შესაბამისად, აქ სიმართლე არის ის, რომ სახელმწიფომ ყველანაირი მხარდაჭერი გამოხატა ამ პროექტის მიმართ. აქ დარჩენილია მეორე მხარე, რომ კერძო სექტორმა, კონსორციუმმა და ინვესტორებმა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები,“ - თქვა მედიასთან თალაკვაძემ.
კითხვაზე არის თუ არა სახეზე ივანიშვილის მხრიდან ხაზარაძის მიმართ შურისძიება თალაკვაძემ თქვა:
"არასწორია, სინამდვილეში რეალობა არის ის, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ“ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ პოლიტიკური სისტემა გაიხსნას და ყველას ჰქონდეს არჩენვებში მონაწილეობის შესაძლებლობა"- განაცხადა არჩილ თალაკვაძე.
მასალის გამოყენების პირობები






