„მე კარგად მახსოვს ირაკლი კობახიძის 2016 წლის მუქარა და ახლა მე ვაფრთხილებ, ნუ შეეცდება იგივეს“ - ნინო ბურჯანაძე
პოლიტიკა - 16:19, 15 Oct, 2019     1116

„ირაკლი კობახიძის საარჩევნო არითმეთიკა და მისი პროგნოზი უკვე ფანტასტიკის სფეროც აღარ არის. მან გუშინ განაცხადა, რომ მანდატების 45% -ს „ქართულ ოცნება“ მოიპოვებს, დღეს გამოგვიცხადა, რომ 60 %-ს მოიპოვებს, ხოლო დანარჩენ 20-20%-ს ოპოზიციური პარტიები გაიყოფენ. ირაკლი კობახიძის პროგნოზი რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილია და ის პროცენტები რაზეც საუბრობს განხილვასაც არ ექვემდებარება“. - აცხადებს „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძე იხსენებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს, როდესაც ირაკლი კობახიძე დაეუმქრა, რომ ის და მისი გუნდი არ იქნებოდნენ პარლამენტში. დღეს ნინო ბურჯანაძე გაფრთხილებას უგზავნის ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს, იმ ადამიანებს, ვინც ემზადება 2020 წლის არჩევნების შედეგების გასაყალბებლად.

„მე კარგად მახსოვს ირაკლი კობახიძის 2016 წლის მუქარა და ახლა მე ვაფრთხილებ, ნუ შეეცდება იგივეს. თუ ხელისუფლება კვლავ შეეცდება არჩევნების გაყალბებას და ოპოზიციურ პარტიების ხმებს ისე მიიტაცებენ, როგორც ეს 2016 წელს გააკეთეს, ხელისუფლებას ეს ძალიან ძვირად დაუჯდება. „ქართული ოცნება“ აუცილებლად გადჰყვება თავისავე გაყალბებულ არჩევნებს“. - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მისი განმარტებით, ირაკლი კობაიძის განცხადება დაახლოებით ორი კურდღლის დაჭერის მცდელობას ჰგავს. პირველი, ის რომ ხელისუფლებას სურს ამომრჩეველი შეაგუოს რომ უმრავლესობაში კვლავ „ქართულლი ოცნება“ იქნება და მეორე, ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციური პარტიების დაშინებას, თუ პატარა პარტიები ხელისუფლების ყველა პირობას მორჩილად არ მიიღებენ, ვადამდელი არჩევნები გარადუალი იქნება და შემდეგ 5 % ბარიერის გადალახვა პარტიებს გაუჭირდებათ“. - აცხადებს „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42