„არა რევანშს, მაგრამ კანონის უზენაესობას ვერანაირი პოლიტიკური ინტერესი ვერ დაჩრდილავს“ - ბაჩუკი ქარდავა
პოლიტიკა - 18:31, 14 Oct, 2019     818
ევროპული საქართველოს ლიდერის გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მათი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პოლიტიკური დანაშაულისთვის არავის გაასამართლებენ, მათ შორის არც ბიძინა ივანიშვილს, გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამყარდეს და სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულისა თუ კორუფციული ქმედებებისთვი პასუხი უნდა აგოს ყველამ, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ უნდა გადიოდეს იმ ზღვარზე, რასაც ჰქვია პოლიტიკური დევნა და რევანში.

"ნებისმიერ პოლიტიკურ განცხადებას აქვს თავისი დრო და ადგილი. ძალიან მნიშვნელოვანია, სად და რა დროს აკეთებ მას. მომეჩვენა, რომ ამ განცხადებისთვის დრო არ იყო სწორად შერჩეული. რაც შეეხება შინაარსს - ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური რევანში და ერთ წრეზე ტრიალი. პოლიტიკური დევნა წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ნურავის დაავიწყდება, რომ ხელისუფლები ცვლილების შემდეგ, ჩვენ შეიძლება საქმე გვქონდეს ისეთ დანაშაულებებთან, როგორიცაა კორუფცია და ბიუჯეტის უკანონო ხარჯვა, ტენდერების კანონდარღვევით ჩატარება, რომელსაც კონკურენციასთან არაფერი საერთო აქვს. უფრო მეტიც, ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რუსული აგენტურის დაშვება ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე, რუსული აგენტურის წარმომადგენლები ტენდერებს იგებდნენ ისეთ უწყებებში, როგორიცაა თავდაცვისა და შს სამინისტროებში. ამის შესახებაც არაერთი განცხადება და პოზიცია გვსმენია. ბუნებრივია ყოველივე ეს, გარკვეულ დანაშაულისა და კანონდარღვევის გარეშე არ ხდება.

ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ იმუშავებ პროკურატურა და სასამართლო. ცხადია, ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური მოტივებით განპორობებული და არ ნიშნავს, ახალი ხელისუფლების მხრიდან რევანშს ყოფილ ხელისუფლებაზე.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, გარდა სახელმწიფო ქონების მიტაცებას და მის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის, შესასწავლია, ეროვნული უსაფრთხოების კუთხით, ხომ არ ქონდა ადგილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას უკავშირდება ჩრდილოეთის მიმართულებით და ხომ არ გვაქვს საქმე ამ კუთხით, დანაშაულებრივ გარიგებასთან ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან.

ეს ყველაფერი ძალინ მძიმე დანაშაულებებია, რაც გამოძიებული უნდა იქნეს სამართლიანი პროკურატურის და სასამართლოს პირობებში. ამას ახალმა ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მიაღწიოს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს: რევანშსს - არა, მაგრამ კანონის უზენაესობას, ვერანაირი პოლიტიკური ინტერესი ვერ დაჩრდილავს“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42