ატოცში ანტიოკუპაციური პატრულირების გამო თავდაცვამ 14-წლიანი სტაჟის მქონე სერჟანტი გაათავისუფლა
პოლიტიკა - 12:30, 14 Oct, 2019     2170
თავდაცვის სამინისტროს სერჟანტს 37 წლის ვალერიან ჯალაღონიას 14 წლიანი კარიერის შემდეგ, უწყების დატოვება მოუწია.

საქმე ეხება, ახალგაზრდა ბიჭის ატოცში ანტისაოკუპაციო მოძრაობასთან ერთად პატრულირებას, რის შემდეგაც სერჟანტმა უშუალოდ ხელმძღვანელობისგან გაფრთხილება მიიღო, რომ თუ ასეთი ფატი განმეორდებოდა მას სამსახურის დატოვება მოუწევდა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრის დავით ქაცარავას თქმით, ხელისუფლება ამგვარი ქმედებებით, მერამდენედ ამტკიცებს, რომ ის კოლაბორაციონისტი და კაპიტულანტია და საქართველოს აბარებს რუსეთს.

"თავდაცვის სამინისტრომ საჰაერო თავდაცვის სერჟანტი, ვალერიან ჯალაღონია,რომელიც შეიარაღებულ ძალებში 14 წელი მსახურობდა,გაანთავისუფლა სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ, რომ სამსახურიდან თავისუფალ დროს ატოცში ამოვიდა ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" წევრების გასამხნევებლად.

არ გამიკვირდება, არც თუ ისე შორეულ მომავლის, ერთ მშვენიერ დღეს თავდაცვის მინისტრი თუ გამოგვიცხადებს, აღარ გვინდა ნატოში, აღარც აშშ ა ჩვენი პარტნიორი და მოდი რუსებთან ვიმეგობროთო..

დარწმუნებული ვარ, ეს ახალი მინისტრის გუნდის გადაწყვეტილებაა და ის მეომრები, ვისითაც საქართველო ამაყობს, არ იზიარებენ ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას.

ვიზიარებ თქვენს წუხილს და გულისტკივილს, თქვენი თავდაცვის მინისტრი რუსების არგაღიზიანების პოლიტიკის გამტარია!

ხელისუფლება კი მერამდენედ ამტკიცებს, რომ ის კოლაბორაციონისტი და კაპიტულანტია და საქართველოს აბარებს რუსეთს" - განაცხადა დავით ქაცარავამ.

ვალერიან ჯალაღონიას პატაკი 2 ოქტომბერს დაუკმაყოფილეს, სადაც დეტალურად აღწერა რატომ უწევდა სამსახურის დატოვება და უშუალოდ ვისგან მიიღო გაფრთხილებები.

37 წლის სერჟანტს უწყებაში განუმარტეს, რომ ამ ამბის გახმაურება სკანდალს გამოიწვევდა.

"მითხრეს, რომ თუ მომავალში ასეთი ფაქტები განმეორდება შენ მოგიწევს ჩვენი რიგების დატოვება. არ გვაქვს უფლება კონტაქტი გვქონდეს ასეთ ხალხთან, პირადად დავით ქაცარავა აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს ამიტომ შენი იქ ყოფნა არ შეიძლება" - აღნიშნავს სერჟანტი.
ტელეარხ "მთავარზე" ამ ფაქტის შესახებ მომზადდა სიუჟეტი, რომელიც მასალას თან ერთვის.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42