ინვესტიციები და საზოგადოება
ბიზნესი & ეკონომიკა - 20:14, 18 Oct, 2013     1267

ყველანი ვთანხმდებით, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას სწორი საინვესტიციო პოლიტიკა წარმოადგენს, რასაც თან სდევს დასაქმება, შემოსავლების ზრდა, რეგიონალური განვითარება და ა.შ., და ამას ადასტურებს ჩვენი ქვეყნის ბოლო წლების გამოცდილება.

თუმცა, არც თუ ისე იშვიათად არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეთა ჯგუფი წინააღმდეგობას უწევს ამა თუ იმ საინვესტიციო პროექტის განხორციელებას სხვადასხვა მიზეზებით: ეკოლოგიური პრობლემები, კერძო საკუთრებასთან, ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვ. განსაკუთრებით მწვავდება ვითარება მაშინ, როდესაც პროტესტს მოსახლეობა გამოხატავს უკვე დაწყებული საინვესტიციო პროექტის მიმდინარეობისას - შესრულებულია სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი, დახარჯულია თანხები. ბუნებრივია ასეთი პროცესები არ უწყობს ხელს სტაბილური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას და აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას.

რეფორმატორთა კლუბს მიაჩნია, რომ ინვესტიციის მიზნებიდან გამომდინარე, რაც ყველასთვის სასარგებლო უნდა იყოს, აუცილებელია მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელებაში.

2000-2001 წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კალიფორნიის შტატში არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით დაიწყო ე.წ ,,საზოგადოებრივად სასარგებლო შეთანხმებების“ (Community Benefits Agreements) პროექტი, რომელიც მოგვიანებით სხვა შტატებშიც გავრცელდა და მიღებული იქნა კანონების სახით.


ამ გამოცდილების გათვალისწინებით, რეფორმატორთა კლუბი საქართველოს მთავრობას სთავაზობს ინვესტიციის განხორციელების მოდელს:

- ინვესტორის, მოსახლეობისა და სახელმწიფოს (ადგილობრივი თვითმმართველობის) სამმხრივი შეთანხმება ინვესტიციის განხორციელების პირობებზე - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, საწყისი ეტაპი, რომელიც გულისხმობს მოსახლეობისათვის საინვესტიციო პროექტის გაცნობას, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების გათვალისწინებას, მოსახლეობასთან წინასწარ შეთანხმებას კომპენსაციაზე, დასაქმებაზე, ინვესტორის მიერ მოსახლეობისათვის სასარგებლო ვალდებულებების აღებაზე, მაგ. საწარმოს მშენებლობის პროცესში, ინვესტორი კისრულობს ვალდებულებას დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა, განავითაროს ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, ააშენოს სკოლა ან სპორტული კომპლექსი, გადაიხადოს მოსახლეობის საკომუნიკაციო ხარჯები გარკვეული დროის მანძილზე, შეასრულოს ნებისმიერი სხვა პირობა, რაზედაც წინასწარ შეთანხმდებიან ინვესტორი, მოსახლეობა და სახელმწიფო (ადგილობრივი თვითმმართველობა)

- მხოლოდ ასეთი შეთანხმების მიღწევის შემდეგ საინვესტიციო პროექტი გადადის მომდევნო ეტაპზე - მოიპოვებს შესაბამის ლიცენზიებს, ნებართვებს, ახორციელებს სხვადასხვა სამუშაოებს

 

მიგვაჩნია, რომ საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელების ამ ახლებურ მიდგომას ექნება დადებითი შედეგები:

- საინვესტიციო პროექტში თანაბრად იქნება გათვალისწინებული სახელმწიფოს, მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესები

- ყველა მონაწილე მხარე წინასწარ იკისრებს პასუხისმგებლობას მოსალოდნელ შედეგებზე და ანგარიშვალდებული იქნება სხვა მხარის წინაშე

- საინვესტიციო პროექტი განხორციელდება უფრო სწრაფად, ვინაიდან მხარეები წინასწარ იქნებიან შეთანხმებულები პირობებზე და აღარავინ გამოთქვამს პროტესტს, არ მოაწყობს აქციებს, არ გაიმართება დაუსრულებელი სასამართლო პროცესები

- მოსახლეობის აქტიური ჩართულობა საინვესტიციო პროექტში უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ და გაზრდის სახელმწიფოს მიმართ მოსახლეობის ნდობას

- დაამკვიდრებს სამოქალაქო ინიციატივების კულტურას და გაზრდის სამოქალაქო თვითშეგნების დონეს

 


ირაკლი კობიძე

,,რეფორმატორთა კლუბი“

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42