„ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ თავმჯდომარე, თამარ ჩხეიძე „ნიუპოსტთან“ მერაბ კოსტავას პოლიტიკურ როლზე საუბრობს და ახადებს, რომ ის იყო უამბიციო პოლიტიკოსი, რომელიც მხოლოდ საკუთარ ქვეყანაზე ფიქრობდა.
თამარ ჩხეიძემ ბორითთან მომხდარი ავარიაც გაიხსენა. იგი დარწმუნებულია, რომ მერაბ კოსტავას ავტოკატასტროფა მოუწყვეს.
„მერაბ კოსტავა ძალიან განსხვავებული თვისებების მქონე ადამიანი იყი და ისეთ თვისებებს ფლობდა, რომელიც დეფიციტურია ქართულ პოლიტიკაში. ეს არის საღი აზრი, აბსოლუტური უამბიციობა და პოლიტიკაში ჩართული იყო არა საკუთარი მიზნებისთვის, არამედ სხვანაირად არ შეეძლო ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე. ეს თვისებები ძალიან იშვიათობას წარმოადგენს. ყველა აცხადებს, რომ ყველა ქვეყნისთვის ფიქრობს და იმიტომ არის პოლიტიკაში, მაგრამ სიტყვიერი გაცხადება სხვაა და რეალური განწყობა სხვა სულ სხვა. იგივე შეიძლება ითქვას იმ ადამიანზე, ვინც მასთან ერთად მოყვა ავარიაში. ეს იყო ზურა ჭავჭავაძე. ასეთი ადამიანები ძალიან ხელისშემშლელი იყო იმ ძალისთვის, რომელსაც სხვა გეგმები ქონდა ქვეყნის განვითარებითვის, ბუნებრივივია, რომ მათთვის ასეთი ადამიანების თავიდან მოშორება ძალიან ატუალური იყო. არსეობს კონკრეტული ფაქტები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, მოწყობილი ავარია. ოფიციალურად ეს არ გამოძიებულა, თუმცა ლოგიკურად და ფაქტების მიხედვით ასეა" - აცხადებს თამარ ჩხეიძე.
"ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარე" , ხელისუფლების მხრიდან მერაბ კოსტავას დაუფასებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კოსტავასთან მიმართებით "ქართული ოცნების" ხელისუფლება არაადეკვატურია.
"ეს ხელისუფლება მხილოდ საკუთარ მიზნებშია ადეკვატური. თუ განვიხილავთ ხელისუფლებას სახელმწიფოებრიობის კუთხით, ის ყველაფერში არაადეკვატურია. ეროვნული ადამიანების ღვაწლის დაფასება მათი მხრიდან არც გულწრფელი იქნებოდა და არც მოსალოდნელი" - აცხადებს თამარ ჩხეიძე.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის მერაბ კოსტავას დისიდენტური საქმიანობა ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაიწყო, როცა თანამოაზრეთა ერთმა ჯგუფმა ორგანიზაცია "გორგასლიანი" დააარსა, რომლის სახელსაც უკავშირდება ცნობილიი ანტისაბჭოთა პროკლამაციები: ,,გახსოვდეთ სისხლიანი 9 მარტი". აღნიშნული საქმიანობის გამო მერაბ კოსტავა მის თანამოაზრეებთან ერთად დააპატიმრეს.
მერაბ კოსტავას საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არასოდეს შუენელებია. 70-იანი წლებიდან ის უკვე აქტიურად ეწევა დისიდენტურ საქმიანობას, რის გამოც მუდმივად განიცდიდა დევნას საბჭოთა ხელისუფლებისგან.
მერაბ კოსტავა ანტისაბჭოთა პროპაგანდისტული საქმიანობისთვის 1977 წელს დააპატიმრეს და შორეულ რუსეთში გადაასახლეს.
1987 წელს გადასახლებიდან დაბრუნებული კოსტავა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან ერთად აქტიურად იწყებს ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. იმ პერიოდისთვის მერაბ კოსტავა იყო უპირობო ავტორიტეტი და ეროვნული მოძრაობის მორალური ლიდერი.
1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისისკენ მიმავალი კოსტავა, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ის დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
მასალის გამოყენების პირობები






