მე მგონი ჩეი.....თ... ჯერ სად ხარ, მერე ნახე შენ, სოლოლაკის მიდამოებში აირწინაღით რომ მოგიწევს სიარული - გურამ ჩალაგაშვილი ბიძინა ივანიშვილს
პოლიტიკა - 21:34, 12 Oct, 2019     3612
"გამარჯვებული საქართველოს" ერთერთი ლიდერი თავის ფეისბუქ-გვერდზე აპოსტს აქვეყნებს, სადაც 20 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულ პოლიტპატიმრებზე და ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარ, დაკავებულ კობა კოშაძეზე საუბრობს, რომლის უდანაშაულობაც ექსპერტიზის დასკვნამ დაადასტურა, რადგან იარაღზე, რომელიც მას ჩაუდეს, მისი თითების ანაბეჭდები არ აღმოჩნდა,

"მთელი საქართველოს მოსამართლეები რომ მოისყიდოს ივანიშვილმა (მეც ვთქვი ახალი რამე ხო?) და სამჯერ სამასი პოლიციელი მიაპრემიოს და მოწმედ მოიყვანოს, საღად მოაზროვნე ერთ ადამიანსაც ვერ დააჯერებს, რომ ოქრუაშვილი პოლიტპატიმარი და პირადად მისი ტყვე არ არის.

მის დაჭერამდე ორი კვირით ადრე დაანონსა ოქრუაშვილის მეშინია და ვერ ივლის თავის ჭკუაზეო. ჩამოვა საქართველოში და გავისტუმრებ სადაც საჭიროაო. ძალიან პრიმიტიული ჭორვილპიარის ნაწილი იყო ჩემო ახლად ნაგინებო 400 ლარიანი “მეგობარო” ეგ. ასე იაფად შეფასებული “კაცის” როდის იყო გვეშინოდა ჩვენ და განსაკუთრებით შენს პირად პოლიტპატიმრებს. მაინც ჩამოვიდა, მაინც გამოგააშკარავა და დაანახა მთელ ქვეყანას რაც ხარ. ისედაც კი ვიცოდით რაც იყავი, მაგრამ მაინც.

სამყაროსგან რომ ხარ იზოლირებულ-მოწყვეტილი ეგ ვიცით. მრჩეველი ხომ მაინც უნდა გყავდეს (ხო,ისე დამავიწყდა რომ გყავს ორი სასწაულგენიოსმრჩეველი, უბრალოდ, გურიაში როგორც იტყვიან, პაწე მეწამლიები არიან, თვარა ისე რა უჭირთ). მაგენი, კაცთან მტრობასაც ცოდნა და ვჟკაცობა რომ უნდა, მაგას ვერ გირჩევენ, მაგრამ რაღაც ხომ უნდა გირჩიონ.

ისე, ჩემო ბიძო „უძლეველო“, ხეების გადარგვაში, ჩიტების და პინგვინების მოშენებაში არ შეუშლია ხელი შენთვის გავრილოვის პატიმრებს, არც ირაკლის გამო დაჭერილ კობა კოშაძეს, მაგრამ ისეთი მრჩეველები გყავს, რომ “ავ თვალს არ ენახვება” და კი დაუჯერე, მერე გახარიას დაავალე ოქრუაშვილი გაამწარეო და შეგისრულა კიდეც, ოღონდ ბოლომდე ვერა. საქმის შეკერვაც არ იციან შენმა ხელის ბიჭებმა. „დენიკინის“ დროინდელ იარაღზე, რომელიც კოშაძეს ჩაუდეთ, მისი თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა, თქვენმავე ექსპერტმა ვერ გაბედა ტყუილის დაწერა. იმიტომ კი არა, რომ არ დაგივალებიათ, არა, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცოდა რაც მოუწევდა ზუსტად ერთ წელიწადში არასწორი დასკვნის დადების შემთხვევაში. ასე რომ, მემგონი ჩეი.....თ. ჯერ სად ხარ, ცოტაც მოიცადე და მერე ნახე შენ სოლოლაკის მიდამოებში აირწინაღით რომ მოგიწევს სიარული. (ეს ისე, ცნობისთვის).

ისე, მაგ ყველაფერს ჩვენ კი არ გიპირებთ, შენი “ძმა და მეგობარი” გახარია აპირებსო ამბობენ წყაროზე. სწორედ ეგ მოუღებს ბოლოს “ბატონ” ბიძინის და ოპოზიციას აღარ მოგიწევთ წვალებაო.

კიდე რითი “გაგახარო და დაგამშვიდო” მითხარი და არ დაგზარდები. თუ არა და ინერვიულე ახლა და იყავი. ისე სამასი ლარი კი მაქვს რეზერვში და გაგამხიარულებ უცებ თუ გინდა.

მოკლედ მოიფიქრე და აქვე ვარ.
აბა ჰე და აბა........."






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42