ნიკა მელიას მიმართვა საზოგადოებას - თუ ბიძინას ვერ დავამარცხებთ არჩევნებით, ვერ დავამარცხებთ ვერც აქციებით!
პოლიტიკა - 21:21, 12 Oct, 2019     1863

ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საზოგადოებას მიმართავს:

"მინდა საზოგადოებას ჩემი მოსაზრება გავაცნო, იმ საშიშ ტენდენციაზე, რომელიც ფეხს იკიდებს ამ ბოლო დროს.

სათქმელის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პოსტი ჩემთვის უჩვეულოდ ვრცელი იქნება და იმედია, ამ ერთხელ, გაგებით მოეკიდებით.

უკვე კარგა ხანია, საზოგადოებაში მკვიდრდება აზრი, რომ ივანიშვილი არჩევნებით არ წავა, არჩევნებს ვერ მოვუგებთ და ამდენად აზრს კარგავს არჩევნები და მხოლოდ პროცესების რევოლუციური გზით განვითარებას აქვს პერსპექტივა.

ჩემი აზრით კი თუ ბიძინას ვერ დავამარცხებთ არჩევნებით, ვერ დავამარცხებთ ვერც აქციებით !

არჩევნების მოგება მართლაც შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც ამომრჩევლის ნახევარი არჩევნებზე საერთოდ არ მოდის, არჩევნებზე მოსულთა ხმები კი თანაბრად იყოფა. ანუ, რომ გავიმარჯვოთ, უნდა ვფლობდეთ აშკარა უპირატესობას.

თუ გვექნება ამგვარი უპირატესობა (და აუცილებლად გვექნება), ივანიშვილს გაყალბების მადაც დაეკარგება და ვერც იმ ადმინისტრაციული რესურსის, გაყალბების, დაშინების, მოსყიდვის გამოყენება უშველის, რაც ასე შველოდა აქამდე, როცა რეალურად პრაქტიკულად თანაბარ ხმებს ვიღებდით არჩევნებზე მოსული ამომრჩევლისგან. ივანიშვილი კი შემდეგ გაყალბებით, მოსყიდვით, დაშინებით აკუმულირებული ხმებით გვისწრებდა და "გვამარცხებდა".

ამდენად, ჩვენი უპირველესი ამოცანაა, იმ ნიჰილიზმის დაძლევა, რომელიც სუფევს დღეს ქვეყანაში.

საზოგადოების ნაწილს, რომელსაც გული აქვს აცრუებული არჩევნებზე, უნდა დავარწმუნოთ რომ ჩვენ შეგვიძლია არჩევნებში გამარჯვება! მაგრამ არ შეგვიძლია მათ გარეშე!

ფაქტია, ყველა წინა არჩევნებზე არსებული ელექტორალური მხარდაჭერა არ აღმოჩნდა საკმარისი ივანიშვილის დასამარცხებლად, არც არჩევნების გზით და არც მის გარეშე.

ელემენტარულია, თუ ადამიანი ხმას არ გაძლევს, არც აქციებზე გამოვა და გამოგყვება! და თუ ქუჩაში არ გამოვიდა უმრავლესობა, ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, თუ ეს არ იქნება უმრავლესობისგან მხარდაჭერილი პროცესი, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით, საპროტესტო აქციებით ცვლას კი არა, სამოქალაქო არეულობას მივიღებთ.

და თუკი, ნიჰილიზმს დავძლევთ, ( და ზოგი განგებ არ გააღვივებს ნიჰილიზმს) მოვალთ არჩევნებზე და უმრავლესობა ერთად ვეტყვით ბიძინას "არას", ბიძინა აქციების გარეშეც მოთავდება, და თუკი არ ეყოფა გონიერება, აღიაროს მარცხი, საზოგადოება უკვე აქციებით აიძულებს მარცხის აღიარებას.

ამდენად, ხმები ბიძინას არჩევნების გზით დაუმარცხებლობის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ - გადაჭარბებულია და ისევ მის, როგორც უძლეველი კერპის წარმოჩენას ემსახურება.

ბიძინა, ჩვენი ერთიანობის შემთხვევაში, სტაფილოსცხვირიან თოვლის კაცივით ჩაგვადნება ხელებში", - წერს ნიკა მელია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42