ეკონომიკის სამინისტრო: მზად ვართ, ჩავერთოთ ვეტერანი ავიატორების სოციალური თუ სხვა სახის პრობლემების გადაწყვეტაში
პოლიტიკა - 20:45, 12 Oct, 2019     1114
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თბილისის აეროპორტის ყოფილი თანამშრომლების პროტესტს სპეციალური განცხადებით ეხმიანება.
უწყებაში აცხადებენ, რომ მზად არიან ვეტერანი ავიატორების სოციალური თუ სხვა სახის პრობლემების გადაწყვეტაში ჩაერთონ:

„გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი დიდი პატივისცემა საქართველოს საავიაციო სფეროს ყველა წარმომადგენლის, მით უფრო ვეტერანი ავიატორების მიმართ, რომლებმაც შექმნეს ქართული საავიაციო სკოლა და საფუძველი ჩაუყარეს ამ დარგს საქართველოში. ამიტომ, ძალიან ვწუხვართ, როდესაც ამ ადამიანების სახელით ზოგიერთი არასერიოზული პოლიტიკოსი ცდილობს ქულების ჩაწერას.

კერძოდ, გვინდა განვუმარტოთ დღევანდელი შეხვედრის მონაწილე ადამიანებს, რომ ნათია თურნავას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში, რომელიც 2005 წელს განხორციელდა. მეტიც, ის ამ დროს, საერთოდ არ მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში. კიდევ ერთხელ გვინდა, პატივისცემა გამოვხატოთ ავიაციის სფეროს წარმომადგენელთა მიმართ და იმედი გამოვთქვათ, რომ ისინი არ აყვებიან პროვოკაციას და არ შეუწყობენ ხელს ცრუ ინფორმაციის უნებურ გავრცელებას. ამასთან, მზადყოფნას გამოვხატავთ, სამინისტროს სახელით ჩავერთოთ ვეტერანი ავიატორების წინაშე მდგარი სოციალური თუ სხვა სახის პრობლემების გადაწყვეტაში და დავიცვათ მათი ინტერესები ისევე როგორც ყოველთვის როდესაც საქმე ეხება საქართველოს ეკონომიკაში დასაქმებული ადამიანების ინტერესებს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს მფრინავთა ასოციაციის წევრები, საერთო კრების გადაწყვეტილებით, მინისტრ თურნავას წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ.

მფრინავები ნათია თურნავას სიცრუეში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ამჟამინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, რომელიც 15 წლის წინაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანმდებობას იკავებდა, ყველა ავიატორი მოატყუა იმის თაობაზე, რომ საქართველოს აეროპორტი გატანილი იქნებოდა პრივატიზაციაზე და ავიატორები ამ პროცესში აუცილებლად მიიღებდნენ მონაწილეობას. თუმცა აქციები ისე გადაეცა ინვესტოებს, რომ ავიატორებისთვის და მფრინავებისთვის კომპენსაციაც კი არ მიუციათ.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42