თამარ ჩხეიძემ ბორითთან მომხდარი ავარიაც გაიხსენა. იგი დარწმინებულია, რომ მერაბ კოსტავას ავტოკატასტროფა მოუწყვეს.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა მერაბ კოსტავამ ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაიწყო არალეგალური ანტისაბჭოთა საქმიანობა, მის თანატოლებთან ერთად დაარსა ორგანიზაცია ,,გორგასლიანი", რომლის სახელსაც უკავშირდება ცნობილიი ანტისაბჭოთა პროკლამაციები: ,,გახსოვდეთ სისხლიანი 9 მარტი".
70-იან წლებში მერაბ კოსტავა აქტიური დისიდენტური საქმიანობით გამოირჩეოდა, რის გამოც მუდმივად განიცდიდა დევნას საბჭოთა ხელისუფლებისგან.
მერაბ კოსტავა ანტისაბჭოთა პროპაგანდისტული საქმიანობისთვის 1977 წელს დააპატიმრეს და შორეულ რუსეთში გადაასახლეს.
1987 წელს გადასახლებიდან დაბრუნებული კოსტავა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან ერთად აქტიურად იწყებს ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. იმ პერიოდისთვის მერაბ კოსტავა იყო უპირობო ავტორიტეტი და ეროვნული მოძრაობის მორალური ლიდერი.
1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისისკენ მიმავალი კოსტავა, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ის დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
მასალის გამოყენების პირობები






