კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს. ღონისძიებაზე განიხილება: ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, რელიგია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეკონომიკა, კონფლიქტოლოგია, გენდერის კვლევები, ადამიანის უფლებები, ქართულ-ოსური ურთიერთობების ისტორია და თანამედროვე პრობლემები, მიგრაცია. კონფერენციაზე იმუშავებს 10 სექცია. მათ შორის, სტუდენტური სექცია და მრგვალი მაგიდა ახალგაზრდა მეცნიერებისთვის.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; სახელმწიფო ენის დეპარტამენტი; გ. ახვლედიანის საზოგადოება.
მასალის გამოყენების პირობები






