"მნიშვნელოვანია ყოველდღიურ საქმიანობაში უკეთ იყოს გათვალისწინებული ყველა ის მთავარი საკითხი, რაშიც ბიზნესი პრობლემას ხედავს" - თურნავა
პოლიტიკა - 17:57, 11 Oct, 2019     610

პრემიერ-მინისტრის დავალებით ბიზნესთან კომუნიკაცია გავააქტიურეთ და პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა ის მთავარი საკითხი, რაც დღეის მოცემულობით არსებობს და რაშიც პრობლემას ხედავს ბიზნესი, რაც შეიძლება უკეთ იყოს მიმართული და გათვალისწინებული ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბიზნეს გაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ბიზნესმა დასვა რიგი საკითხების, რომელთაგან რამდენიმე უშუალოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არ ეხება, თუმცა სამინისტრო ამ საკითხებს მიიტანს როგორც მთავრობის სხვა წევრებამდე, ასევე პრემიერ-მინისტრამდე.

„ვინაიდან ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ ქართული წარმოებისა და ქართული ბიზნესის ლობისტები, ბიზნესის იმ სატკივარს, რომელიც მათ დღევანდელ შეხვედრაზე გააჟღერეს, მივიტანთ მთავრობის სხვა წევრებამდე და რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის ოფისთანაც გვექნება შესაბამისი განხილვა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ბიზნეს გაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა ასევე დაასახელა ის სამი უმთავრესი საკითხი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე დაისვა.

„ეს არის მეტი კომუნიკაცია საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესში, პროგნოზირება და სტაბილურობა, რაც ბიზნესს აწუხებს. ამ ნაწილში, ჩვენ შევთანხმდით, რომ თვეში ერთხელ შევიკრიბებით სხვა უწყებებთან ერთად და გავაცნობთ ბიზნესის წარმომადგენლებს, თუ რა მზადდება, რათა დროულად შევძლოთ ჩვენი გეგმების კორექტირება. მეორე, რაც ითქვა - ყველას სურს, უფრო სწრაფი გადაწყვეტილებები და ეფექტური მენეჯმენტი დაინახოს. აქაც ბევრი გვაქვს სამუშაო და დღეს გავაცანით ბიზნესს, თუ რას ვაპირებთ, თუნდაც პრივატიზაციის მიმართულებით. მაგრამ სხვა ჩვენს კოლეგებთან ერთად გავივლით მათ სტრუქტურებში რა შეიძლება გაუმჯობესდეს ამ მხრივ. მესამე - ეს არის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მონეტარული პოლიტიკა და ლარის კურსის თემები. აქაც ბიზნესი უკვე ხედავს, რაოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მჭიდრო კოორდინაციაში მუშაობს ერთმანეთთან და იდგმება ნაბიჯები ლარის კურსის დასტაბილურებისთვის", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ბიზნესთან მუშაობა და შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42