"აბრეშუმის გზის ფორუმზე მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის სამთავრობო და ბიზნესსექტორის 2000 წარმომადგენელს ველოდებით" - არველაძე
პოლიტიკა - 13:41, 11 Oct, 2019     583

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმისადმი არის ძალიან მაღალი ინტერესი როგორც ბიზნესსექტორიდან, ასევე სამთავრობო სექტორიდან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წელსაც უმასპინძლებს მაღალი რანგის სტუმრებს რეგიონის მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ევროპიდან. უკვე დადასტურებული გვაქვს და ველოდებით უმაღლესი თანამდებობის პირებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის არიან მინისტრები და ვიცე-პრემიერები. საერთო ჯამში, მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატს ველოდებით" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ სასტუმრო „ბილტმორში" განაცხადა, სადაც დღეს აბრეშუმის გზის ფორუმის საორგანიზაციო შტაბი გაიხსნა.

როგორც მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ფორუმზე წარმოდგენილი იქნება ბიზნესსექტორი უმაღლეს დონეზე, რომელიც დივერსიფიცირებულია როგორც სექტორების, ასევე ქვეყნების მიმართულებით. „განვიხილავთ მნიშვნელოვან საკითხებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი და სატრანსპორტო დერეფნები, კომუნიკაციები, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი და ა.შ." - აღნიშნა გენადი არველაძემ.

2019 წლის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ დიპლომატიური კორპუსების და ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები. თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმში ასევე მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ბიზნესმენები.

ფორუმი 22 ოქტომბერს გაიხსნება ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, ხოლო თემატური პანელები, ორი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის „ბილტმორში," „მერიოტსა" და „რედისონში"

აბრეშუმის გზის ინიციატივაში საქართველოს მეტი ინტეგრაციის შემდეგ შესაძლებელია ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება რამდენიმე რეგიონის ქვეყნებთან ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42