ისინი ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნა ათ დღეში არ დაკმაყოფილდება, გაიფიცებიან.
„ჩვენ გამოვიყენეთ ყველანაირი ლეგიტიმური უფლება, მივწერეთ ოფიციალური წერილი განათლების მინისტრს, არაერთხელ დაიწერა პრესაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ქმედითი ღონისძიებები არ ჩატარებულა. რადგან მტკიცდება 2020 წლის ბიუჯეტი, ამჯერად მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, რადგან განათლების მინისტრს ჰგონია, რომ მხოლოდ მასწავლებლების მინისტრია. მივმართავთ ბატონ გახარიას, გადახედოს სახელფასო პოლიტიკას, ნახოს ჩვენი შემოსავლები, შრომის ანაზღაურება და დარწმუნებული ვარ, მივა ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ამ სასახლეში, რომელიც მებატონეებმა ააშენეს, ბატონყმობა არ გადავარდნილა“, - განუცხადა ჟურნალისტებს მუზუმის დირექტორის მოადგილემ საგანმანათლებლო-სამეცნიერო დარგში, ნანა ფიფიამ.
მუზეუმის დირექტორი, ლილი ბერაია ირწმუნება, რომ მიხეილ ბატიაშვილის უწყება პრობლემის შესახებ ინფორმირებულია და განათლების სამინისტროში საკითხზე მუშაობენ. მიუხედავად მსგავსი განცხადებისა, ბერაია კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებს, როდის შესრულდება მუზეუმის თანამშრომლების მოთხოვნა.
"არ ვიცოდი ასეთ რამეს რომ ამზადებდნენ. სულ ვსაუბრობთ, რომ ხელფასი ცოტაა. ვესაუბრე სამინისტროს წარმომადგენელს და მითხრა, რომ სწორედ თქვენს სახელფასო ნუსხას ვაკეთებ და მაცალონო. დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებენ ზომებს, უბრალოდ, ვაცალოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბერაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






