ნიკა მელია დარბაზიდან გაძევების შემდეგ - მოსამართლეზე: მანდატი აქვს შემოცმული, შიგნით კი "ოცნების" მაისური აცვია
პოლიტიკა - 14:30, 10 Oct, 2019     1122
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს ლიდერის ნიკა მელია საქალაქო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს.

როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლემ მათი შუამდგომლობა სამაჯურის მოხსნა-არ მოხსნასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა, რასაც შელაპარაკება მოყვა.

"არ ვიცი რა ჩათვალა მოსამართლემ შეურაცხყოფად, უბრალოდ მას ვუთხარი, რომ სანამ ჩვენ არ შევეჩვევით სიამრთლეზე საუბარს არაფერი არ გვეშველება. არანაირი მოსამართლე ეს არ გახლავთ, ეს არის ადამიანი, რომელსაც მოსამართლის მანტია აქვს შემოცმული და სინამდვილეში შიგნით აცია ქართული ოცნების მაისური და ასეთები არიან უმრავლესობა. როგორც საქალაქოში, ასევე სააპელაციოში და ამის ნათელი დადასტურება გხალავთ მთელი ის პროცესი, რომელიც უკანასკნელ პერიოდში მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, როდესაც ზონდერმოსამართლეები მოდიან და უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნას უპირებს ივანიშვილი. ერთ-ერთი ეს ადამიანი, რომელიც ხელოვნურად, მიუხედავად თხოვნისა, მიუხედავად შუამდგომლობის
დაყენებისა, რომ სამაჯურის მოხსნა-არ მოხსნის საკითხი განეხილა, რადგან დარბაზში ესწრებოდნენ პარლამენტის მოქმედი წევრები, რომელთაც ვალდებულება აქვთ და ესეც, რომ არ იყოს საზოგადოებას სჭირდება, რომ ბევრი კითხვა დაესვას ამ უზენაესი სასამართლოს მოსამარტლეებს და დღეს ვინმე თავაძე იკითხება და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, გადადო ხელოვნურად, არ გაითვალისიწინა დეპუტატების მოთხოვნა, არც ადვოკატის და არც ჩემი თხოვნა.

ცდილობდა, რომ ჩვენი დეპუტატები ვერც მოხვედრილიყვნენ პარლამენტში დღეს და მისი კოლეგა შვებას იგრძნობდა. კამათი რასაც მოყვა, მე ამ ადამიანს ვერ აღვიქვამ მოსამართლედ, ეს არის, რასაც ჩასძახებენ. დიახ, ჩემი როგორც მოქალაქის და მით უფრო, პოლიტიკოსის პოზიცია. ამ აზრს ვერავინ ვერ შემაცვლევინებს და ვერავინ ვერ მაიძულებს შევიცვალო. ესენი არიან ხალხი თუ უნდათ დააკავებენ და თუ უნდათ გამოუშვებენ, ამიტომ თუ კი ვინმეს ეწყინა ცივი წყალი დალიოს.

ჩვენ ვითხოვეთ უბრალოდ, რომ ამოიკითხეთ მერე და მანამდე შუამდგომლობა განიხილეთ. მგონი ბევრს არც არაფერს დავკარგავ, თუ ბატონ კელაპტრიშვილს არ ვანახავ იმ სიხშირით რა სიხშირითად მქონდა შესაძლებლობა, სანამ გამომაძევებდა, ამით მგონი არც არაფერი დამიკარგავს" - აღნიშნა ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42