ნინო ლომჯარია შალვა თადუმაძეს "კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით" დიპლომის ნამდვილობის დამტკიცებას ურჩევს
პოლიტიკა - 13:51, 10 Oct, 2019     1549
სახალხო დამცვრლმა, ნინო ლომჯარიამ შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება, შალვა თადუმაძემ მიმართოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც ადგენს დიპლომის ხარისხსა და ნამდვილობას.


"გამომდინარე იქიდან, რომ ამდენი კითხვის ნიშანი არსებობს და რადგან ამ კითხვებზე პასუხი საზოგადოებისთვის დამაჯერებელი არ ყოფილა, ალბათ ყველაზე მარტივი და სწორი გამოსავალი იქნება, რომ შალვა თადუმაძემ მიმართოს იმ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც ადგენს დიპლომის ხარისხსა და ნამდვილობას. არსებობს განათლების სამინისტროში სსიპ-ი, არა ერთ პირს აქვს გავლილი ხარისხის კონტროლი და დადასტურებული მისი დიპლომის ნამდვილობა. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, ეს აქამდე გაეკეთებინა. დღესაც შესაძლებელია. ვურჩევდი, ხარისხის დადგენის მოთხოვნით სწორედ ამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მიმართოს.

რამდენიმე შემთხვევა ვნახეთ და ძირითადად, ხარისხის მართვის სააგენტო არ ადასტურებდა დიპლომის ხარისხს იმ კანდიდატების შემთხვევაში, ვინც განიხილა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, თუმცა ეს კანდიდატები შემდგომ სასამართლოს გზით ახერხებდნენ დაედასტურებინათ მათი დიპლომის შესაბამისობა მაგისტრის ხარისხთან. ჩვენ ამ პრობლემებზეც ვწერთ ანგარიშში და ვამბობთ, რომ სამწუხაროდ, სასამართლოს გადაწყვეტილებები, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან სუსტი და არასათანადოდ დასაბუთებული იყო. ამიტომ, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, უფრო მეტად პრობლემებს ვხედავთ სასამართლო ეტაპზე, ვიდრე ხარისხის მართვის სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში", – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42