მელია - სასამართლოზე: ეს ივანიშვილის კერძო უწყებაა, სადაც ის წყვეტს, ვინ დაიჭიროს და ვინ არა..."
პოლიტიკა - 12:03, 10 Oct, 2019     1018
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის და "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას ბრალდების საქმე ზეწინასასამართლო სხდომა იმართება. მელია სასამართლოში შმაქსით წავიდა.


სასამართლოში შესვლის წინ მელიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიზირებული საქმე. სასამართლო კი არის ივანიშვილის კერძო უწყება სადაც ის წყვეტს, ვინ დაიჭიროს და ვინ არა.


"ამ საქმესთან დაკავშირებით ყველაფერი ცხადზე უცხადესია და ალბათ კომენტარსაც კი არ საჭიროებს. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიზირებული საქმე, ისევე როგორც ათეულობით საქმე და ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, უკვე იხილება საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა აქტიური პირის მიმართ, რომლები ივანიშვილის ოპოზიციაში არიან, ადამიანის, რომელმაც გადაწყვიტა რომ იქცეს ფეოდალად, დანიშნოს საკუთარი მოსამსახურე პერსონალები მინისტრებად და ჩამოაყალიბოს არა უბრალოდ რაღაც რეჟიმი, რომელიც ექვემდებარება ერთ ადამიანს, არამედ კრიმინალური რეჟიმი, რეჟიმი სადაც პოლიციელები ადამიანებს იტაცებენ, კრიმინალებს გადასცემენ და მერე ის კრიმინალები ამ ადამინს კლავენ. რეჟიმი სადაც ხედავთ, რომ პარლამენტში ფოტოებს მალულად უღებენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს და მერე აკეთებე შავ პიარს. მე რომ ვთქვა, რომ სასამართლოში მივდივარ ეს არის თავის მოტყუება ეს არანაირი სასამართლო არ არის, ეს არის ივანიშვილის კერძო უწყება სადაც ის წყვეტს, ვინ დაიჭიროს და ვინ არა. ივანიშვილი ძალიან მალე დარწმუნდება რომ ეს დროებითია, ამით იგი ვერავის დააშინებს” – აცხადებს მელია.


შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალად ედება 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და უშუალო მონაწილეობა. საქმე სისხლის სამართლის 225-ე მუხლითაა აღძრული.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42