“შავი ღრუბელი დაგტრიალებს თავზე, ბიძინა "უძლეველო"… ევროპარლამენტი საკადრის პასუხს გიმზადებით უდანაშაულო ბიჭების დაპატიმრებისთვის” - გურამ ჩალაგაშვილი
პოლიტიკა - 23:10, 09 Oct, 2019     2151
ქვეყნის მთავარი პროკურორის დიპლომთან დაკავშირებულ სკანდალს სოციალურ ქსელში ეხმაურება „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი.

„მოკლედ, სასწაულ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

ისე ჩააბარეს მთავარი ბრალმდებლის პორტფელი, რომ სკოლა ჰქონდა თუ არა დამთავრებული, ეგეც არ იცოდნენ. ახლა ხმალამოღებით იცავენ, ამაზე კარგი უზენაესი მსაჯული ამ ქვეყანას არ ეყოლება, მერა რა რომ დიპლომი არ აქვსო.

ბიოგრაფიაში სასწაული რაღაცეები უწერია, ამხელა პროფესიული მიღწევა მსოფლიოში ბარე ორ კაცსაც არ აქვს. ორ მილიარდელს იცავდა და კი იშოვნა გაუხსნელ უნივერსიტეტში საყიდელი დიპლომის ფულიო.

ეჰ, ქოცებო, ქოცებო. კი გგონიათ, რომ ძალიან მაგრები ხართ, მაგრამ თქვენნაირი პამპერსსაჭირო ადამიანები არსად მინახავს. ერთი მაჩალიკაშვილის შეგეშინდათ და პარლამენტის დარბაზში არ შეუშვით. იცოდით არ აგცდებოდათ .......

ასეთი “ძლიერები” გავრილოვის ჩამოსვლისას ყოფილიყავით, ბოლომდე რომ დაუწექით, მაგრამ ბიძომ გიბრძანათ და რას იზამდით. ვაი, თქვენს პატრონს.

ხო, არ დამავიწყდეს, პირდაპირ გეუბნებით, ევროპარლამენტი საკადრის პასუხს გიმზადებით უდანაშაულო ბიჭების დაპატიმრებისთვის.

ოქრუაშვილის სასამართლოზე მონა მოსამართლეს რომ ათქმევინეთ, სამასი პოლიციელი უნდა დავკითხოო, მართლა გგონიათ, რომ მანამდე ციხეში გეყოლებათ ეს ბიჭები? საერთოდ ვერ აზროვნებთ ხომ?

300 შეიარაღებული პოლიციელი გყავდათ უიარაღო ოქრუაშვილზე მიჩენილი და უთვალთვალებდა? ვაი, თქვენს პატრონს.

ისე, მაგ თქვენს უდიპლომო, სამოსანი პროკურორის ქონებრივ დეკლარაციასაც თუ გადახედავთ, კარგი იქნება.

შავი ღრუბელი დაგტრიალებს თავზე, ბიძინა "უძლეველო", რა მნიშვნელობა აქვს რას მოგატყუებენ და რამდენ ხანს გეყოლება ოქრუაშვილი ციხეში. შენც ხომ იცი, რომ ჰა და ჰა მოგიწევს გამოუშვა. ისე დიდი ეჭვი მაქვს, ჩვენი “დახმარების” გარეშე დაგამხობს, გაგყვლეფს და გაგანადგურებს შენივე ნალოლიავებ-ჩაფულიანებული ქოცნახირი.

ხომ გაგიგია, რასაც დასთეს, იმასვე მოიმკიო. ხოდა თიბე ახლა ბალახი შენი ნახირისთვის, აბა ფულით შენ მაგათ ვეღარ გამოაძღობ, ძაან “ჟირნად” მოგივიდა ძუძუს გადმოგდება.

აბა შენ იცი, არ იდარდო. შენი ზომა კი ყოფილა ლოგინები მატროსოვზე, იმან იდარდოს იმან, გრძელი რომაა და პრემიერი ჰგონია თავის თავი.

პ.ს. ჰო, ისე რომ იცოდე, მონა მოსამართლემ 400 ლარი შენი გინებისთვის გამომიწერა და 300 გახარიასი. ასე ახლოს ხართ დავიჯერო ერთმანეთთან???“ - წერს ჩალაგაშვილი ფეისბუქის გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42