შალვა თადუმაძე: "ბოდიში, რომ დავიბადე ქვეყანაში, სადაც ასეთი განათლების სისტემა იყო"
პოლიტიკა - 17:45, 09 Oct, 2019     1180

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განათლების იმ სისტემაზე ისაუბრა, რომელიც მისი სტუდენტობის დროს არსებობდა.

"მესია ხომ არა ვარ, ვერ ავიღებ ჩემს თავზე 90-იანი წლების განათლების სისტემას, შემიძლია, ვისაუბრო ჩემს დიპლომზე, სამართლებრივ შემადგენლობებზე და კითხვებზე, პროკურატურაზე, სასამართლოზე, ბოდიში, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, ასეთი განათლების სისტემა იყო"- თქვა მთავარმა პროკურორმა თავის გასამართლებლად.

კანდიდატის თქმით, „არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ამბობს, რომ არ მაინტერესებს სად იყო გახსნილი, სადაც იყო გახსნილი სახელმწიფომ დაუშვა, მათ შორის მიწისქვეშა გადასასვლელში უნივერსიტეტის გახსნა".

"სადაც იყო გახსნილი იქ მივედი, რა პროგრამითაც მასწავლიდნენ იმ პროგრამით ვისწავლე, რა სახის დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე, მე ამის შესაძლებლობა მქონდა კანონით. მე ახლა ვერ ავიღებ იმაზე პასუხისმგებლობას 1997 წლამდე საბჭოთა განათლების კანონი რომ მოქმედებდა ამ ქვეყანაში. ეს თმენის ვალდებულება მესმის. მე მგონია, რომ ძალიან კარგია, საზოგადოებამ დაინახა, ეს არის შემთხვევა, რომ გენერალური პროკურორი თავს აძლევს უფლებას ამ ფორმატში გამოვიდეს საზოგადოების წინაშე და ყველაზე კრიტიკულ კითხვებს გასცეს პასუხი. გენერალურ პროკურორს საკანონმდებლო რეგულაციებით, აღნიშნულის ვალდებულება არ გააჩნია, მაგრამ ამ ფორმატში მე ვალდებული ვარ, როგორც კანდიდატი, გამოვიდე და ვისაუბრო ყველა თემაზე. გაიხსენეთ შემთხვევები, რომელ დეპუტატს შეეძლო მოქმედი გენერალური პროკურორისთვის ისეთი შეურაცხყოფები მიეყენებინა, რომელიც მე აქ მოვითმინე და ეს თმენის ვალდებულება მე მგონი ჩემს დადებით მხარეზე მეტყველებს“, - განაცხადა თადუმაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42