სასამართლოს შენობების მისაწვდომობის შეფასება შშმ პირთათვის - ევროპის საბჭოს კვლევა
პოლიტიკა - 17:40, 09 Oct, 2019     688
9 ოქტომბერს ევროპის საბჭომ წარადგინა კვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები, რომელიც ეხებოდა „სასამართლო შენობების მისაწვდომობის შეფასებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“. ასეთი კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა. პრეზენტაციას დაესწრნენ სასამართლოს, ხელისუფლებისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და მედია.

მზია თოდუამ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და კრისტიან ურსემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს.

კვლევის შედეგები ეყრდნობა 65 სასამართლო შენობის შეფასებას მთელი ქვეყნის მასშტაბით: ჩატარდა 40 შენობის სისტემური აუდიტი და, პარალელურად, 25 სასამართლო შეფასდა საველე სამუშაოების ჩასატარებელი კითხვარის მეშვეობით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შემუშავდა.

კვლევაზე დაყრდნობით, სასამართლოთა უმეტესობას სჭირდება მოდიფიცირება, მათი სერვისებისა და შენობების მისაწვდომობისათვის. თუმცა, სისტემის წინაშე დგას ბევრი გამოწვევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის შენობების მისაწვდომობის და სერვისების კუთხით, რომლებიც არ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებსა და კრიტერიუმებს.

ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებისათვის სერვისები მისაწვდომია რამდენიმე სასამართლოში, თუმცა სენსორული შეზღუდვის მქონე პირებს ასეთი შესაძლებლობა არცერთ სასამართლოში არ აქვთ. სასამართლო შენობების ძალიან დიდ ნაწილს არ უკავშირდება მისაწვდომი მუნიციპალური ტრანსპორტი. შენობების უმეტესობას არ გააჩნია ორგანიზებული ეზო და პარკინგი, რომლებიც შშმ პირებს მისცემს შენობამდე უსაფრთხოდ და შეუფერხებელად გადაადგილების საშუალებას. ასევე აღსანიშნავია საინფორმაციო დაფების, საინფორმაციო ნიშნების, გზის მანიშნებლებისა და ტაქტილური რუკების არარსებობა. შენობებში განთავსებული საინფორმაციო სერვისები, მათ შორის, თანამშრომლებთან კომუნიკაციის საშუალებები, საჩივრის ყუთები და ტაბლოები მიუწვდომელია შშმ პირებისთვის.

ყველა სასამართლო შენობაში გამოწვევაა მისაწვდომი სასამართლო შენობების პანდუსები, ასევე, შიდა და გარე კიბეები, ძირითადად, არ აკმაყოფილებს მისაწვდომობის დამტკიცებულ სტანდარტს.

კვლევა ჩატარდა სასამართლო რეფორმის მხარდასაჭერად, რომლის ერთ-ერთი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მისაწვდომობის გაზრდა სასამართლო სისტემაზე.

ანგარიში მოამზადა ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), ევროპის საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით. ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ლატვიის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42