დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდისთვის პრიორიტეტულია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გასაძლიერებლად საინვესტიციო პროექტების მომზადება“
პოლიტიკა - 17:35, 09 Oct, 2019     719
„საპარტნიორო ფონდისთვის პრიორიტეტულია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაძლიერების მიზნით, საინვესტიციო პროექტების მომზადება“ -ეს განცხადება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ ფინანსური ინსტრუმენტის -„მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ გაცნობის მიზნით გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.

„მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, „საპარტნიორო ფონდმა“ და „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ“ დააფუძნეს. მისი მიზანია, საოკუპაციო ხაზების გასწვრივ ხელი შეუწყოს მშვიდობის მშენებლობას, მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე, ინდივიდუალური და პარტნიორული ბიზნეს პროექტების განხორციელებას.

„ამ მიმართულებით, „საპარტნიორო ფონდი“ ქმედით ნაბიჯებს დგამს. კერძოდ, „საპარტნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ და „USAID Zrda“ ერთბლივ პროექტს „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ ახორციელებს. გრანტის სახით „USAID Zrda“ 500 000 აშშ დოლარს გამოჰყოფს, რომლითაც „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულები დაფინანსდებიან. ეს არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 106 სოფელში. ამ გზით, დამწყებ მეწარმეებს შანსი ეძლევათ, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნესები წამოიწყონ. „სტარტაპ საქართველოს“ მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს, რომლებიც საკუთარ ბიზნეს საქმიანობას საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარედ აწარმოებენ, „USAID Zrda“ „საპარტნიორო ფონდისგან“ მიღებულ დაფინანსებას გრანტით გაუორმაგებს. ვფიქრობ, ეს არის ქვეყნის გამთლიანებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რაც საქართველოსთვის და მის ტერიტორიაზე მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“, განაცხადა დავით საგანელიძემ.

კონფერენცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატის ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42