ბესელია მაჩალიკაშვილის საკითხზე პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ოხანაშვილის ქმედებები პარლამენტისთვის შეურაცხმყოფელია.
"ოხანაშვილი გადაქცეულია პატარა ზონდერად... ის წესები, რაც დადგინდა პარლამენტში და რასაც ოხანაშვილი აკეთებს, შეურაცხმყოფელია პარლამენტისთვის და იურიდიული კომიტეტისთვის, რომელიც კანონიერებას და ზედამხედველობას უნდა ახორციელებდეს. როდესაც მოქალაქეებს კონსტიტუციურ უფლებას უზღუდავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ოხანაშვილი გადაქცეულია პატარა ზონდერად. სამწუხაროა, რომ ზონდერის როლში გვევლინება ის და არა იმ ადამიანის, ვინც უნდა აჩვენოს პარლამენტის სტანდარტი და საპარლამენტო კონტროლი განახორციელოს", - თქვა ჟურნალისტებთან ბესელიამ.
მაჩალიკაშვილი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრებას ცდილობდა, თუმცა ამის საშუალება არ მიეცა.
მასალის გამოყენების პირობები






