"ვეცადეთ ეპოქა ყოფილიყო წარმოჩენილი" - ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ფრანგული ანტიკვარული ავეჯის შეძენას სასახლეზე ზრუნვით ხსნის
პოლიტიკა - 16:18, 09 Oct, 2019     1574
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილმა ორბელიანების სასახლის ისტორიული ნაწილის ავეჯით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ავეჯის შესყიდვის პროცედურები რამდენიმე თვის წინ დასრულდა, პროცესის დაწყებამდე კი, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას 18 ივნისს მიაწოდა.

,,ავეჯი, რომელიც შევიძინეთ განკუთვნილია სასახლის წარმომადგენლობითი ნაწილისთვის, რომელიც არ წარმოადგენს პრეზიდენტის პირად სამუშაო სივრცეს, აქ საერთაშორისო ვიზიტებისას ხდება მაღალი რანგის სტუმრების მიღება. ორბელიანების სასახლე აღიჭურვა ინვენტარით, რომელიც ისტორიულად დამახასიათებელი იყო მსგავსი ტიპის შენობებისთვის საქართველოში და ემსახურებოდა ორბელიანების სასახლის ისტორიული იერსახის აღდგენას.

ვეცადეთ ეპოქა ყოფილიყო წარმოჩენილი. კულტურული ფასეულობის მქონე ძველი ავეჯი და ინვენტარი მთლიანად შევიძინეთ საქართველოში, ოჯახებში. და ეს იყო ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი. მოგეხსენებათ ბოლო ათწლეულებია საქართველოდან სისტემატურად გაედინება კულტურული ფასეულობები უცხოეთში, რაც მნიშვნელოვნად იწვევს ჩვენი საზოგადოების და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გაღარიბებას. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სახელმწიფომ პირველად შესძლო მსგავსი ტიპის შესყიდვა, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი საზოგადოებისთვის და მომავალი თაობებისთვის კულტურული ფასეულობების შენარჩუნებას”, - აღნიშნა კოტე ნაცვლიშვილმა.

ამავე დროს, პრეზიდენტის მრჩევლის განმარტებით, ეკონომიური და ფინანსური თვალსაზრისით, მეორადი და ანტიკვარული ავეჯი საქართველოს პირობებში უფრო იაფი ჯდება ვიდრე თანამედროვე სტილის ქარხნული ავეჯის შეძენა.

,,ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ის ფულადი რესურსი, რომელიც ორბელიანების სასახლის ისტორიული ნაწილის მოწყობისთვის დაიხარჯა დარჩა საქართველოში და ქართულ ოჯახებში. თანამედროვე ინვენტარის ნაწილი შეძენილია საქართველოში, საქართვლოში დამზადებულ პროდუქტს და ჩვენს მიზანს ასევე წარმოადგენდა ქართული მცირე საწარმოების განვითარების წახალისება“, - აღნიშნა კოტე ნაცვლიშვილმა.

რაც ეხება საფრანგეთს, კოტე ნაცვლიშვილის განცხადებით, საფრანგეთიდან არანაირი ნივთი არ შეძენილა - არც ახალი არც ძველი. ,,გვაქვს ორი ნივთი, ანტიკვარული ლუი მეთხუთმეტეს სტილის მაგიდა და კარადა, რომელიც პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მამის, ლევან ზურაბიშვილის საკუთრება იყო, რომელიც მოგეხსენებათ პარიზში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე გახლდათ. პრეზიდენტმა ეს ორი ნივთი საქართველოს საჩუქრად გადასცა და ეს ნივთები ორბელიანების სასახლეში დაიდებს ბინას“, - აღნიშნა კოტე ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ინვენტარის შესყიდვას ქართული კანონმდებლობის სრული დაცვით აწარმოა სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ. კოტე ნაცვლიშვილმა მადლობა გადაუხადა შესყიდვების სააგენტოს და ამ პროცესში მონაწილე ყველა პირს უდიდეს ეროვნულ მნიშვნელობის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.

კოტე ნაცვლიშვილის თქმით, ავეჯისა და ინვენტარის შესასყიდად გამოყოფილი იყო 1 200 000 ლარი, საიდანაც 80 ათასი ლარის ეკონომია გაკეთდა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42