"ექსტერნად დავასრულე" - თადუმაძე დიპლომის სკანდალზე თავს იმართლებს
პოლიტიკა - 11:54, 09 Oct, 2019     1910
შალვა თადუმაძის დიპმლომის სკანდალი - პარლამენტში მისულ მთავარ პროკურორს თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაბარებაზე, სწავლის პროცესზე და დიპლომის აღებაზე საუბარი უწევს.

თადუმაძე ირწმუნება, რომ ინსტიტუტი ექსტერნად დაასრულა და სწორედ ამიტომ არის სასწავლებელში ჩაბარებასა და ინსტიტუტის დაარსებას შორის აცდენა.

"1997 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომლითაც ნებისმიერ სტუდენტს და მოსწავლეს შესაძლებლობა ჰქონდა ექსტერნატის ფორმით დაესრულებინა რომელიმე კურსი. მე, ბუნებრივია, გამოვიყენე ეს შესაძლებლობა.

მივმართე ინსტიტუტს, რომ მსურდა ექსტერნატის ფორმით დამესრულებინა აღნიშნული სასწავლებელი და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ 1998 წელს სპეციალურად გავედი გამოცდაზე, ჩავაბარე და გაიცა დიპლომი.

არსებობს განათლების შესახებ კანონი, რომელიც სტუდენტს აძლევდა ამის შესაძლებლობას და არსებობს მინისტრის ბრძანება დიპლომის ფორმისა და მისი შევსების წესის დამტკიცების შესახებ და ეს მინისტრის ბრძანება არის ნორმატიული აქტი, მაშინაც მოქმედებდა და დღესაც მოქმედებს. გარკვეული ცვლილებები არის, გამომდინარე იქიდან რომ კვალიფიკაციის საფეხურები იქნა 1997 წელს შემოღებული...

ამ ბრძანების მიხედვით განისაზღვრა როგორი უნდა იყოს დიპლომი. დიპლომი იურიდიულად არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. ის დაახლოებით ისეთივე წესით არის, როგორც მაგ. დღგს ანგარიში. შესაბამისი ნომრებითა და დაცვის სისტემით და მკაცრი წესებით, თუ რა უნდა ეწეროს.

მაშინ და დღესაც აუცილებელი მოთხოვნა იყო დიპლომის გაცემის ფაქტიური პერიოდი, 1998 წლის კონკრეტული რიცხვი. ფაქტობრივად, 1998 წელს გასცა. აუცილებელი იყო სასწავლო პერიოდის ხანგრძლივობის დაფიქსირება. არა როდის ჩააბარა, არამედ სასწავლო პროცესის ხანგრძლივობის დაფიქსირება. 1998 წელს მე დავამთავრე ხუთწლიანი სასწავლო პროგრამა ექსტერნატის ფორმით.

შესაბამისად დიპლომის გამცემი ვალდებული იყო ჩაეწერა ხუთწლიანი სასწავლო პერიოდის ხანგრძლივობის ვადა. რომ ჩაეწერა ოთხწლიანი სასწავლო ვადა, ერთის მხრივ, მე მექმნებოდა პრობლემა"- განაცხადა თადუმაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42