"მალხაზ მაჩალიკაშვილია მოსული და მას პარლამენტში არ უშვებენ, რატომ? თქვენ ერიდებით ბატონო შალვა მასთან შეხვედრას?"- მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა შალვა თადუმაძეს.
დეპუტატმა მოუწოდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, უზრუნველყოს მალხაზ მაჩალიკაშვილის სხდომაზე შემოყვანა, რაზეც ანრი ოხანაშვილმა უპასუხა, რომ ბოკუჩავა დესტრუქციის შეტანას ცდილობს მოსმენის პროცედურაზე.
„მე აქ მოსული ვარ იმისთვის, რომ წარმოვადგინო მოქალაქეების პოზიცია. თუ თქვენი კომპეტენცია არ არის მაჩალიკაშვილის შემოყვანა, დაურეკეთ თალაკვაძეს. რას ნიშნავს არ უშვებთ?! სუს-მა მიიღო ეს გადაწყვეტილება? არ მოგცემთ სხდომის გაგრძელების საშუალებას. მართლა ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკი არ არის ეს პარლამენტი. ძალიან სირცხვილია, რაც აქ ხდება", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ და მალხაზ მაჩალიკაშვილის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შემოყვანის მიზნით, სხდომა დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






