მოგზაურობისას რამდენიმე კომპონენტის გათვალისწინებაა საჭირო: იცოდე, წელიწადის რომელ დროს რომელი ქვეყანა მოინახულო; გაითვალისწინო, აქტიური დასვენება გჭირდება თუ მხოლოდ ლამაზი ხედები და მუზეუმებიც საკმარისია; შეარჩიო თანამგზავრი და ა.შ. თუმცა, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, გქონდეს სამოგზაურო დაზღვევა და მოგზაურობისას იყო კავშირზე.
ასეთ დროს, შეუფერხებელი კომუნიკაციისათვის, ორი ვარიანტი გაქვს: საზღვარგარეთ იყიდო ადგილობრივი სიმბარათი და სმარტფონს ახალი სიმის პარამეტრები მოარგო, ან ზედმეტი წვალებისა და ნომრის შეცვლის გარეშე, უბრალოდ, ხარისხიანი როუმინგით გაემგზავრო ქვეყნიდან. თუკი მეორე ვარიანტი გირჩევნია და მოგზაურობისას ხარისხისა და სიმარტივის მოყვარული ხარ, შეგიძლია ჩაერთო თიბისი დაზღვევისა და სილქნეტის ერთობლივ აქციაში, რომელიც ჯეოსელის ინტერნეტროუმინგის შეძენისას სამოგზაურო დაზღვევით დაგასაჩუქრებს.
მასალის გამოყენების პირობები






