„ევროპულმა საქართველომ“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების დოკუმენტი შეიმუშავა
პოლიტიკა - 16:52, 08 Oct, 2019     563

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა - ოთარ კახიძემ და გიგა ბოკერიამ პარტიის მიერ შემუშავებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების კრიტერიუმები და ქულათა სისტემა წარადგინეს.

„ევროპული საქართველო“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატს აფასებს სამი კრიტერიუმის საფუძველზე: კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება და ზოგადი განათლება/ფასეულობები. ზემოთ აღნიშნული შეფასების ქულათა სისტემა კი გულისხმობს თითოეული კანდიდატის 10-ქულიანი სისტემით შეფასებას შემდეგნაირად:

ა) 1-3 ქულა - ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს;

ბ) 4-6 ქულა - აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს;

გ) 7-10 ქულა - აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს.

ოთარ კახიძის თქმით, აღნიშნული შეფასების სისტემა მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას თითოეული კანდიდატის შესახებ.

„ყოველი კვირის ბოლოს ვგეგმავთ, რომ საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენს მიერ გაკეთებული შეფასებები. ამ შემთხვევაში ხუთი კანდიდატი შევაფასეთ. ვერც ერთმა მათგანმა ვერ დააკმაყოფილა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის აუციელებელი კრიტერიუმები.

ჩვენს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია გვინდა, რომ ტრადიციად იქცეს.

მოვუწოდებთ პარლამენტარებს, რომ შეფასებები გაკეთდეს და საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს. სხვა კანდიდატებმაც იცოდნენ, რომ ისინი არამხოლოდ ფორმალურ გასაუბრებას და კითხვა-პასუხს გაივლიან, არამედ შეფასდებიან“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, წარმოდგენილი ხუთი კანდიდატიდან, რომელთა შორისაც არიან: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, მირანდა ერემაძე და მამუკა ვასაძე, ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო შოთა გეწაძემ.

„ევროპული საქართველო" მიიჩნევს, რომ ის მოსამართლეობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, თუმცა ვერ აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს. ყველაზე დაბალი ქულით კი კანდიდატი მამუკა ვასაძე შეფასდა.

პარტიის ინფორმაციით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეული კანდიდატის ქულათა სისტემით შეფასებისას გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების წარდგინებისათვის დართული მასალები, „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ წარმოდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა ინდივიდუალური პორტფოლიოები და პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში კანდიდატების საჯარო მოსმენები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42