35 წლის მამაკაცის მკვლელობის ახალი სკანდალური დეტალები: როგორ დაიგეგმა მუმლაძის გატაცება და რა აკავშირებს კრიმინალურ ავტორიტეტს ჯღარკავას მოქმედ პოლიციელთან?
კრიმინალი - 12:49, 08 Oct, 2019     6705
"ნიუპოსტი" 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობაში ფიგურანტი პოლიციელებისა და ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების კავშირზე უკვე წერდა. დღეს კი ბრალდებული სამართალდამცველებისა და ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენლების კავშირები გამოიკვეთა.

მაშ ასე, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის საქმის კიდევ ერთი ფიგურანტია ზურაბ ჯღარკავა, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს. დაკავებული პოლიციელი და­ვით მიროტაძე კი ჯღარკავას სიძეა.

საქმის მასალების თანახმად, სწორედ ჯღარკავამ სთხოვა პოლიციის თანამშრომელ მიროტაძეს დავით მუმლაძე მათთან (კრიმინალურ ავტორიტეტებთან) მიიყვანა, რაც შსს-ს მოქმედმა თანამშრომლებმა. მიხეილ ღუბიანურმა და და­ვით მიროტაძემ და ასევე ყოფილმა სამართალდამცავმა, დიტო დუღაშვილმა სისრულეში მოიყვენეს, სწორედ მათი მეშვეობით 35 წლის მუმლაძე კრიმინალების ხელში აღმოჩნდა. საქმე კი ახალგაზრდა კაცის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობით დასრულდა.

საქმის მასალების თანახმად, პოლიციელებმა იხეილ ღუბიანურმა და დავით მიროტაძემ ე.წ. კანონიერი ქურდების დავალებით დავით მუმლაძე, გლდანის მესამე მიკრორაიონიდან გაიტაცეს. მეგობრის, გიორგი გეთაშვილის მანქანიდან, ბორკილებდადებული გამოიყვენეს და თავიანთ BMW-X6 -ის მარკის ავტომობილში ჩასვეს.

საბოლოო ჯამში, გატაცებული მუმლაძე პოლიციელმა მიროტაძემ და მისმა მეგობრებმა ზურაბ ჯღარკავას და მის თანამზრახველს გიორგი ასათიანს გადასცეს.

არსებული ინფორმაციით, სწორედ ასათიანმა და ჯღარკავამ მოკლეს ზურაბ დადეშელი.

რაც შეეხება გიორგი გეთაშვილს, მასთან დაკავშირებით ბრალის დადგენილებაში კი წერია, რომ გიორგი ასათიანი და ზურაბ ჯღარკავა, განზრახვის განხორციელების მიზნით, დაუკავშირდნენ გეთაშვილს და ამ ფორმით გამოიყვანეს დავით მუმლაძე სახლიდან.

გეთაშვილის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ წარმოუდგენელია მისი დაცვის ქვეშ მყოფი ორგანიზებულ გატაცებაში ყოფილიყო ჩართული, რადგან გეთაშვილი ვერც წარმოიდგენდა, რომ პოლიციელები მის მეგობარს გასწირავდნენ.

"ბრალდება, თითქოს გეთაშვილი დაკავებული პოლიციელების თანამზრახველი იყო აბსურდია. ბრალდების მხარე ამას ვერ დაამტკიცებს. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ როდესაც დავით მუმლაძე ჩამოსვეს მანქანიდან, ის განაიარაღეს, დადეს ხელბორკილები და ჩასვეს მანქანაში. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს როგორ უნდა გაეაზრებინა, რომ პოლიციელებს გატაცება უნდოდათ"- განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი გეთაშვილის მამა აღნიშნავს, თუ პროკურატურა დაამტკიცებს, რომ მისი შვილი პოლიციელების თანამზრახველია უნდა დაისაჯოს.

"თუ ამან მეგობარი გამოიყვანა და პოლიციას გადასცა მოსაკლავად, ან ის უნდა მოეკლათ ან ეს... ეს ბიზნესგარჩევა არ ყოფილა, მეტროს ფული არ ჰქონდა არცერთს. თუ ეს დადასტურდა ჩემი შვილიც რომ იყოს ყველა ციხეში"- აცხადებს გეთაშვილის მამა.

ცნობისთვის, დავით მუმლაძის, იგივე ზურა დადეშელის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 5 პირს, მათ შორის ორ მოქმედ და ერთ ყოფილ პოლიციელს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენა.

საგამოძიებო უწყებამ გიორგი გეთაშვილის ბრალი დაუმძიმდა და სსკ-ის 370-ე მუხლის ნაცვლად, 143-ე მუხლის 25-143-3ა-თი წაუყენა. ეს მუხლი ითვალისწინებს, ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთაში დახმარებას.

35 წლის დავით მუმლაძეს ოჯახი 1 ოქტომბრიდან ეძებდა. მისი ცხედარი საბოლოოდ 5 ოქტომბერს, რუსთავში მდინარე მტკვარმა გამორიყა. მამაკაცს 30 ზე მეტი ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42