ომბუდსმენი: საბჭომ ვერ შეძლო ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება, რომ პარლამენტს ყველაზე კომპეტენტური კანდიდატები წარედგინა
პოლიტიკა - 12:25, 08 Oct, 2019     649

საქართველოს სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს და პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს მიიღოს ისეთი ცვლილებები, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღებისას „თვითნებობას” გამორიცხავს.

"2019 წლის 6 მაისიდან 6 სექტემბრამდე, ოთხ თვიან პერიოდში, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი წარიმართა, რომელსაც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საკუთარი მანდატის ფარგლებში აკვირდებოდა. დაკვირვების შედეგები და რეკომენდაციები წარმოდგენილია სპეციალურ ანგარიშში, რომელსაც ვაქვეყნებთ.

დაკვირვებამ გამოავლინა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის სამართლიანად და მაღალი სტანდარტებით წარმართვაზე არსებითი გავლენა მოახდინა მრავალმა ხარვეზმა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმართულმა პროცესმა ვერ შეძლო ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება იმაში, რომ საბოლოოდ ყველაზე კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კანდიდატები წარედგინა საქართველოს პარლამენტს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ უზრუნველყო სრულყოფილად შეემოწმებინა კანდიდატების შესაბამისობა იმ საკანონმდებლო მოთხოვნასთან, რომლის მიხედვითაც მათ უნდა ჰქონდეთ უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით. აღნიშნულ საკანონმდებლო მოთხოვნასთან პირის შესაბამისობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პროცესის საწყის ეტაპზევე უნდა დაედგინა და ისე დაერეგისტრირებინა კანდიდატად. ამის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ 50 კანდიდატისაგან შემდგარ სიაშიც და პარლამენტისათვის წარდგენილ კანდიდატებს შორისაც არიან პირები, რომელთა მიერ უმაღლესი იურიდიული განათლების არანაკლებ მაგისტრის ხარისხით ქონა სათანადოდ არ არის დადასტურებული ან სერიოზულ კითხვებს წარმოშობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში თვალსაჩინო იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ორ ჯგუფს შორის არსებული დაპირისპირება. მთელი პროცესის განმავლობაში, მათ შორის ფარული კენჭისყრებისას და კანდიდატთა ქულებით შეფასებისას, სახალხო დამცველის აპარატმა შეძლო გამოეკვეთა 10 ბიულეტენი/შეფასების ფორმა, რომელიც დამთხვევების მაღალი ხარისხით ხასიათდებოდა. წევრებს შორის შეთანხმებებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა, თუ როგორი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საქართველოს რეალობაში სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობა. ამ პირობებში, კენჭისყრებისა და შეფასების ფარულობა მხოლოდ პროცესზე საზოგადოებრივ ზედამხედველობას აბრკოლებს, რასაც თავისთავად რაიმე ღირებულება არ გააჩნია და პირიქით, ზიანის მომტანია.

გასაუბრების შემდგომ კანდიდატები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ 12-მა წევრმა შეაფასა. 12 შემფასებლის ფარგლებში, გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც საკმაოდ დიდია სხვაობა კანდიდატისათვის დაწერილ ქულათა შორის (30-დან 57 ქულამდე). 12 შემფასებლის ფარგლებში, რამდენიმე კანდიდატთან დაკავშირებით დაფიქსირდა მინიმალურ და მაქსიმალურ ქულათა შორის სიახლოვეც (3-დან 10 ქულამდე).

50 კანდიდატიდან 20 კანდიდატის შერჩევის მიზნით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების ანალიზისას დაფიქსირდა, რომ საბჭოს 10-მა წევრმა ხმათა მაღალი რაოდენობა მისცა 20 კონკრეტულ კანდიდატს, საშუალო რაოდენობის ხმები არავის არ მიუღია, ხოლო 18-მა კანდიდატმა ხმათა დაბალი რაოდენობა მიიღო. 10 წევრის მხრიდან ამ სტრატეგიით მოქმედებამ და კანდიდატებისათვის ხმათა საშუალო რაოდენობის მიუცემლობამ, საბჭოს დანარჩენი წევრების ხმათა თანხვედრით კანდიდატების მომდევნო ეტაპზე გადასვლის შემთხვევები გამორიცხა.

შეფასების მოქმედი სისტემის ფარგლებში, როდესაც მინიჭებული ქულა არ საბუთდება, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო კომპეტენტურია კანდიდატი, თუმცა ამ პირობებშიც კი ნამდვილად გასაკვირია საბჭოს იმ 10 წევრის გადაწყვეტილება, რომლებმაც მაღალი ქულებით შეაფასეს კანდიდატი, თუმცა ხმა არ მისცეს მას, ან პირიქით, ნაკლები ქულებით შეაფასეს კანდიდატი, თუმცა ხმა მისცეს მას. საბჭოს 10 წევრის ფარგლებში ასეთი 4 კანდიდატი გამოიკვეთა.

ანგარიშის ბოლოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს პარლამენტს, მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც გამორიცხავს თვითნებობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღებისას, უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტის აცილების მაღალ სტანდარტს, ღია კენჭისყრას, გადაწყვეტილებების დასაბუთებას და მათი გასაჩივრების შესაძლებლობას" - აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42