"დღე არ გავა ჩვენს ქვეყანში სუიციდის ფაქტის შესახებ არ გახდეს ცნობილი. განსაკუთრებით გაზრდილია მოზარდებთან დაკავშირებული თვითმკვლელობი. ეს საგანგაშო სიმპტომია, რომლის გამომწვევ მიზეზებზე სერიოზული ფიქრია საჭირო. ეკლესია განგაშის ზარს უნდა რეკდეს ასეთ დროს! უნდა მართავდეს დისკუსებს საზოგადოების, პროფესიული ჯგუფების - ფსიქოლოგების, განათლების ექსპერტების, თეოლოგების, ფართო ჩართულობით. როცა საქმე სასულიერო პირის ოჯახის ტრაგედიას ეხება ეს განსაკუთრებულ ნიშნად უნდა მიიღოს ეკლესიამ. როგორ შეიძლება საგანგებოდ არ აფიქრებდეთ ასეთი ფაქტები? განათლებაში ვხარჯავთ ბიუჯეტიდან მიღებულ ფულსო. სად ჩანს ან განათლება ან მისი შედეგები? ამის მაგივრად, პატიარქის უცხოელ სტუმრებთან შეხვედრების გაპიარება არის მთავარ მიზნად და დღის ნიუსად ქცეული, რაც საპატრიარქოს არაადეკვტურობაზე მეტყველებს. საპატრიარქოს ტელევიზია ხომ საერთოდ გასულია ადეკვატურობის საზღვრებიდან -: „საქართველოს უროლოგთა ასოციაცია 8 ქვეყნის ერთობლივ სამეცნიერო კონგრესს მართავს” - აი, დღის ნიუსი და ეკლესიისთვის აქტუალური საკითხი. სხვა ყველაფერი მოგვარებულია ამ ეკლესიაში და საპატრიარქო უროლოგიურ მიღწევებს აშუქებს. იქნებ ესეც ნაცნობი სიმპტომია მათთვის...?!" - წერს ნარსია სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






