"რუსეთმა ფრენების აღდგენაზე საუბარი იმიტომ დაიწყო, რომ ავიამიმოსვლის შეწყვეტამ საქართველოს ეკონომიკას სერიოზული ზიანი ვერ მიაყენა" - კანდელაკი
პოლიტიკა - 11:35, 08 Oct, 2019     811

"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი რუსეთთან ფრენების აღდგენის პერსპექტივას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ფრენების აღდგენაზე საუბარი რუსულმა მხარემ უმთავრესად დაიწყო იმიტომ, რომ ფრენების შეწყვეტამ სერიოზული ზიანი საქართველოს ეკონომიკას ვერ მიაყენა რადგანაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურისტთა ნაკადი ევროკავშირიდან.

"ევროკავშირიდან ნაკადის სერიოზული ზრდა, დიდწილად, ქუთაისის აეროპორტის დამსახურებაა, რომელიც, თავის დროზე, ივანიშვილის პრემიერობის დროს, ქართულმა ოცნებამ არამიზნობრივ ხარჯად გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ, მაგალითად, პოლონეთიდან ნაკადი გაიზარდა 23%-ით, გერმანიიდან 33%-ით, დიდი ბრიტანეთიდან 28%-ით, საფრანგეთიდან 27%-ით და ნიდერლანდებიდან 31%-ით.

ასეთ სიტუაციაში, სრულიად გაუგებელი და გაუმართლებელია რომ მთავრობა კვლავ საუბრობს ფრენების სუბსიდირების შესახებ რუსეთიდან მაშინ როცა, მაგალითად, ერთი გერმანელი ტურისტი ერთ რუს ტურისტზე სამჯერ მეტ ფულს ხარჯავს.

ამავე დროს, ბ-ნი გახარიას ეკონომიკის მინისტრობის დროს, ეკონომიკის სამინისტრომ დახარჯა მილიონობით ლარი ტურიზმის რეკლამაზე რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე რომლებიც საქართველოს გენოციდში ადანაშაულებდნენ. ჩვენ ჯერ კიდევ 4 ივნისს გამოვითხოვეთ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროდან იმის შესახებ თუ რა თანხა დახარჯა საქართველოს ტურიზმის რეკლამაზე მთავრობამ სხვა ქვეყნებში. საზოგადოებას სრული უფლება აქვს გააკეთოს შედარება - მაშინ როცა ოკუპანტ ქვეყანაზე ჩვენს დამოკიდებულებაში, მათ შორის ეკონომიკის მინისტრმა გახარიამ, დაიხარჯა 13 მილიონი ლარი, რამდენი დაიხარჯა, მაგალითად, გერმანიაში. კანონის სრული დარღვევით, ეკონომიკის სამინისტრო ამ ინფორმაციას მალავს.

ქუთაისის აეროპორტის გაფართოების სამშაოებს ერთწლიანი ჩამორჩენა აქვს რის გამოც ახალი რეისები ვერ გაიხსნა იმ ინტენსივობით რა ინტენსივობითაც დაგეგმილი იყო. სწორედ ამიტომ, მიუხედავად ზრდისა, ქუთაისის აეროპორტი ორი მილიონი მგზავრის დაგეგმილ სიმძლავრეს მნიშვნელოვნად ჩარმოჩება" - აღნიშნა კანდელაკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42