"საქართველოს მთავრობა ტურიზმის დივერსიფიკაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობს" - ეკატერინე მიქაბაძე
პოლიტიკა - 11:31, 08 Oct, 2019     528

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე „თიბისი კაპიტალის" მიერ ტურიზმის სექტორის შესახებ კვლევის პრეზენტაციას დაესწრო.

მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სექტორის მნიშვნელობაზე საქართველოს ეკონომიკაში, აგრეთვე იმ ღონისძიებებზე, რომელთაც მიმართავს ხელისუფლება ტურიზმის სექტორის განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, 2018 წელს ტურიზმის პირდაპირმა კონტრიბუციამ მთლიან შიდა პროდუქტში 7,6 პროცენტი შეადგინა, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მშპ-ს 20 პროცენტს გაუტოლდა. ამავე დროს, ტურიზმის წილი მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ამასთან მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ტურიზმის განვითარების პოზიტიურ გადადინებით ეფექტს სხვადასხვა სექტორის განვითარებაზე, რამდენადაც წარმოქმნის სხვადასხვა ტიპის მომსახურებაზე დამატებითი მოთხოვნის შესაძლებლობას.

ეკატერინე მიქაბაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციაზე. მისი თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. გარდა ამისა, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ქვეყანაში მაღალმხარჯველი ვიზიტორების მოსაზიდად. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული კიდევ უფრო აქტუალური გახდა 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიაფრენები შეჩერდა, რამაც შეამცირა რუსეთიდან ტურისტების შემოსვლა. ოფიციალური სტატისტიკით, აღნიშნულის შედეგად ტურისტული შემოსავლები ივლისში 13,3 პროცენტით, ხოლო აგვისტოში - 10,6 პროცენტით შემცირდა.

„ტურიზმის განვითარება ხელისუფლების პრიორიტეტია. ის სხვადასხვა ინსტრუმენტებითა და აქტივობებით ხელს უწყობს ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის ზრდას," - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ. მისი თქმით, ტურიზმის შემდგომი განვითარებისა და მიზნობრივ ბაზრებზე ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად ხორციელდება არაერთი აქტივობა, მათ შორისაა ახალი ავიაკომპანიების შემოყვანა ავიაბაზარზე და პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდა, ტურიზმში მომსახურების სერვისის ამაღლება, ტურისტული პროდუქტებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე კერძო სექტორის მხარდაჭერა და მისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

მისალმებების შემდეგ, პრეზენტაციაზე გაიმართა პანელ დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ, აჭარა ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ, კომპანია „Silk Road Hospitality" - ის გენერალურმა დირექტორმა იორდ კუითიმ და თიბისი ბანკის კორპორატიული დირექტორის მოადგილე მერი ჩაჩანიძემ.

„თიბისი კაპიტალის" კვლევაში დეტალურად არის აღწერილი ტურიზმის ინდუსტრიის ბოლო წლების განვითარება და ტურიზმში საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით გაანალიზებული და შეფასებულია საქართველოში ტურიზმის შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42