აქცია ხვალ უკავშირდება ე.წ. გავრილოვის საქმეზე დაკავებულ 6 პირისა და ირაკლი ოქრუაშვილის და გურამ ჩალაგაშვილის პროცესებს.
„8 ოქტომბერს გაიმართება პოლიტიკური მოტივებით დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესები. ესენი არიან: "გავრილოვის პატიმრები" - 6 პირი, რომლებსაც ბრალად ედებათ 20 ივნისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილი, რომელსაც ასევე აბსურდული ბრალი აქვს წაყენებული, ირაკლი ოქრუაშვილი - ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი და გურამ ჩალაგაშვილი, რომელსაც ასევე პოლიტიკური მოტივებით ებრძვის ხელისუფლება. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩუმებას, რადგან ეს ადამიანები სხედან ციხეში საქართველოს სიყვარულისთვის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგობისთვის! პოლიტიკური რეპრესიები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს! დღეს ადამიანები ისჯებიან სიმართლისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის, ოკუპაციის გაპროტესტებისთვის! გამოდი სამართლიანობისთვის, რადგან ხვალ მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდე შენ!“ - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.
აქცია სოციალური ქსელით დაანონსდა და ის საქალაქო სასამართლოსთან 10:30 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები






