მიხაელ ჰამპელი - ყოველთვის ვცდილობ უფრო მეტი რეკლამა გავუკეთო საქართველოს, როგორც ბიზნესსაქმიანობისთვის მნიშვნელოვან ადგილს
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:01, 07 Oct, 2019     1479

„ვისურვებდი, რომ სამშენებლო სექტორში მოღვაწე უფრო მეტი გერმანული კომპანია ჩამოვიდეს საქართველოში და უფრო მეტმა განახორციელოს აქ ინვესტიცირება, - ამის შესახებ კომპანია „ჰაიდელბერ საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა მიხაელ ჰამპელმა ქართულ-გერმანული ბიზნესშეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე, რომელიც მრგვალი მაგიტის ფორმატში წარიმართა, ქართული და გერმანული ბიზნესკომპანიები მონაწილეობდნენ. გერმანულ მხარეს ქვეყნის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ხოლო ქართულ მხარეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ბიზნესსაქმიანობისთვის საუკეთესო ქვეყნის უფრო მეტი რეკლამირება მოხდეს. „ჰაიდელბერგცემენტი" დაახლოებით 12 წელია, რაც საქართველოშია წარმოდგენილი, აქედან პირადად მე ცხრა წელია აქ ვარ და ყოველთვის ვცდილობ, უფრო მეტი რეკლამა გავუკეთო საქართველოს, როგორც ბიზნესსაქმიანობისთვის მნიშვნელოვან ადგილს", - განაცხადა მიხაელ ჰამპელმა.

მისივე თქმით, „ჰაიდელბერგცემენტი" დიდ აყვავებას განიცდის საქართველოში, რადგან აქ ძალიან მაღალია ერთ სულ მოსახლეზე ცემენტის მოხმარება და საქართველო ამ კუთხით ტოპ-ხუთეულშია.

„თუმცა ვისურვებდი, სამშენებლო სექტორში მომუშავე უფრო მეტმა გერმანულმა კომპანიამ განახორციელოს საქართველოში ინვესტიცია და ჩამოვიდნენ აქ", - აღნიშნა მიხაელ ჰამპელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42