"სასიამოვნო იყო გერმანელი ბიზნესმენებისგან იმ დადებითი მხარეების შესახებ მოსმენა, რაც შეიძლება უცხოელ ინვესტორებს შევთავაზოთ" - თურნავა
პოლიტიკა - 17:44, 07 Oct, 2019     618

პრეზიდენტ შტაინმაიერის მხრიდან დღეს ძალიან ძლიერი მხარდაჭერის მესიჯი მოვისმინეთ, როცა ბრძანა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი გარემოა, ბევრი გერმანული კომპანიაა წარმოდგენილი და მოუწოდა გერმანულ ბიზნესებს, უფრო მეტი მათგანი დაინტერესდეს საქართველოთი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქართული და გერმანული ბიზნესკომპანიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. ქართულ მხარეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობდა, ხოლო გერმანულ მხარეს ქვეყნის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

როგორც შეხვედრის მერე ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობა სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესდელეგაციასთან სწორედ ასეთი კონკრეტული შეხვედრებით ხდება.

„გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა მომეცა, საკმაოდ ფართო ბიზნეს აუდიტორიასთან მესაუბრა. უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის პრეზიდენტის მხრიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერის მესიჯი გაჟღერდა. ბატონმა შტაინმაიერმა ბრძანა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი გარემოა და ბევრი გერმანული კომპანიაა წარმოდგენილი. მანვე მოუწოდა გერმანულ კომპანიებს, რომ უფრო მეტი გერმანული ბიზნესი დაინტერესდეს საქართველოთი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, ყველაზე საინტერესო იყო, რომ თვითონ საქართველოში მოღვაწე კომპანიებმა და გერმანელმა ინვესტორებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ იმ ბიზნესგარემოსა და იმ შესაძლებლობაზე, რაც შეიძლება შევთავაზოთ გერმანულ ბიზნესს.

„თუმცა ყველაზე სასიამოვნო იყო თვითონ გერმანელი ბიზნესმენებისგან იმ დადებითი მხარეების მოსმენა, რაც შეიძლება შევთავაზოთ უცხოელ ინვესტორებს ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ტურიზმის სექტორს და აღინიშნა, რომ გერმანიიდან სულ უფრო მეტი ტურისტი შემოდის გერმანიიდან.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42