"გერმანელ ინვესტორებს პირველ რიგში, სტაბილურ და მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვთავაზობთ" - ეკონომიკის მინისტრი
პოლიტიკა - 17:29, 07 Oct, 2019     594

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ქართულ - გერმანულ ბიზნეს-შეხვედრაში, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. საქართველოს მხარეს ხელმძღვანელობდა ნათია თურნავა, ხოლო გერმანულ მხარეს ქვეყნის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

დისკუსიის დროს მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებსა და კერძო სექტორის თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებსა და ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე, აგრეთვე მიმდინარე ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, რომელთა მიზანსაც საქართველოს ეკონომიკის შემდგომი განვითარება წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ასევე ტურიზმის, ლოგისტიკისა და მშენებლობის სექტორებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გერმანიის სახით გვყავს სტრატეგიული პარტნიორი ევროპაში. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები არის ის გარანტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ უფრო სტაბილური მომავალი და ეს სტაბილურობა შევთავაზოთ გერმანულ ბიზნესს საქართველოში," - ამის შესახებ ნათია თურნავამ სასტუმრო „ბილტმორში" საქართველო - გერმანიის ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტიციებისთვის, მათ შორის, გერმანელი ინვესტორებისთვის. „პირველ რიგში, ჩვენ რასაც ვთავაზობთ ინვესტორებს, მაღალი ეკონომიკური ზრდაა. ეს არის 2-3-ჯერ მაღალი ზრდა, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში," - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, ჩვენი ეკონომიკური რეფორმების წარმატების ობიექტური საზომი არის გაუმჯობესებული საერთაშორისო რეიტინგები, სადაც, ბოლო წლებში, საქართველო მოწინავე პოზიციებზეა თავისუფალი ბიზნესის კეთების რეიტინგის, ბიზნესის თავისუფლების, დაბალი კორუფციის, საუკეთესო მმართველობის, უსაფრთხოების თვალსაზრისით და ბევრი სხვა პარამეტრით.

„როდესაც ინფრასტრუქტურულ მიღწევებზე ვსაუბრობთ, ამაში დიდი როლი აქვს ისევ გერმანიის მთავრობას, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს, ასევე გერმანიის თანამშრომლობის საერთაშორისო საზოგადოებას. იმედი მაქვს, რომ ის ინიციატივები, რომლებიც წამოვწიეთ ქალბატონი ანგელა მერკელის ვიზიტისას, აქტიურად იქნება მხარდაჭერილი და იმ 300-მდე გერმანულ კომპანიას, რომელიც საქართველოში საქმიანობს, კიდევ ასეულობით კომპანია დაემატება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება ადგილობრივ ბაზარზე გერმანული კომპანიების შემოსვლას. თავის მხრივ, გერმანული მხარის წარმომადგენლებმაც აღნიშნეს, რომ საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო და ბიზნეს გარემო აქვს.

მრგვალი მაგიდა გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42